მსოფლიოს ჩემპიონატების ორგზის პრიზიორს, რუს ნიკოლაი პანკრატოვს აღმოუჩინეს პრეპარატი, რომელიც მსოფლიოს ანტისადოპინგო სააგენტოს (WADA) მიერ არის აკრძალული. პანკრატოვი შვეიცარიის საზღვრის გადაკვეთისას ამხილეს დოპინგის შენახვაში. პრეპარატი მას პირად ნივთებში აღმოუჩინეს.
ინციდენტი 6 სექტემბერს მოხდა, მაგრამ მის შესახებ მხოლოდ რამდენიმე დღის შემდეგ გახდა ცნობილი. შვეიცარიის საზღვარზე მოთხილამურეს პრეპარატ აქტოვეგინის 22 ამპულა და მისი მისაღები აპარატურა აღმოუჩინეს.
აქტოვეგინი აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას და ქსოვილების რეგენერაციის სტიმულირებას ახდენს. მისი გამოყენება შესაძლებელია სხვა სახის დოპინგთან, მაგალითად ერითროპოეტინთან ერთად. რუსეთის სათხილამურო სპორტის წარმომადგენელთა განცხადებით, სპორტსმენს ამ დარღვევისთვის
როგორც ცნობილია, რუს სპორტსმენებს შორის გახშირებული დოპინგ-სკანდალების გამო, სათხილამურო სპორტის საერთაშორისო
ფედერაციამ 2010 წლის ივნისში ფულადი ჯარიმით დასაჯა რუსეთის ფედერაცია და მას სოჭის 2014 წლის ოლიმპიადისთვის "ახალი გუნდის" შექმნა მოსთხოვა. ივლისში, სადოპინგო სკანდალებში "გასვრილი" შვიდი მწვრთნელი რუსეთის ნაკრებს ჩამოაშორეს.
საერთაშორისო ფედერაციის წესების თანახმად, ერთი ქვეყნის მიერ დოპინგის გამოყენების მრავალმა ფაქტმა შეიძლება ეროვნული სპორტული ფედერაციის დისკვალიფიკაცია და საერთაშორისო ტურნირებიდან (მათ ოლიმპიადიდან) ქვეყნის ნაკრების მოკვეთა გამოიწვიოს.