უპირველესად, ნინო წიკლაურის წარმატება გვინდა გამოვყოთ. იგი ავსტრიულ ჰუნდერშტუდერში მეტოქეობდა ევროპელებს. სლალომში მოკრძალებულ, მე-13 ადგილს დასჯერდა (1.38,64), 25 იანვარს გიგანტურ სლალომში (2.04,39) მე-5 ადგილი დაიკავა. მომდევნო დღესაც მეხუთემ ჩაამთავრა დისტანცია, ოღონდ ამჯერად დრო 3,37 წამით გააუმჯობესა; კვირას კი გიგანტურ სლალომშივე სულაც კვარცხლბეკის მესამე საფეხურზე ავიდა (2.03,08).
ქართველ მოთხილამურეს მასპინძლებმა - მარია გუდრიჩმა (2.02,46) და ტერეზა ოფენჰაუზერმა (2.03,08) აჯობეს, თანაც ამ
გერმანიაში საქართველოს ნაკრების წევრებმა - იასონ აბრამაშვილმა და ჯაბა გელაშვილმა იასპარეზეს. შეგახსენებთ, რომ აბრამაშვილს 2014 წლის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობის უფლება უკვე მოპოვებული აქვს, გელაშვილს კი ლიცენზიებისთვის ქულები სჭირდება.
ბად ვიესის ტრასაზე სლალომში აბრამაშვილი (1.21,13) მეოთხე იყო, პირველ-მესამე ადგილებზე რაფაელ ბრეუ (გერმანია, 1.19,95), ფლორიან ფიედლერი (ავსტრია, 1.20,83) და ფაბიან დატცერი (გერმანია, 1.20,84) გავიდნენ.
ჯაბა გელაშვილი (1.23,05) მე-15 ადგილით დაკმაყოფილდა.
კვირას იტალიურ ფონდო გრანდე დი ფოლგარიაში სოსო ჯაფარიძემ (1.39,80) და სანდრო ოგბაიძემ (1.41,57) სლალომში, შესაბამისად, მე-13 და მე-19 ადგილები დაიკავეს.
ამერიკის შეერთებულ შტატებში ვარჯიშობს და იქაურ ტურნირებში ასპარეზობს ფიგურულ ციგურაობაში ევროპის ორგზის ბრინჯაოსპრიზიორის - ელენე გედევანიშვილის ძმა დიმიტრი გედევანიშვილი. 25 იანვარს იგი სუპერგიგანტში მე-11 ადგილზე გავიდა.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"