საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის ეგიდით გამართულ შეჯიბრებაში მონაწილეობა ქართველმა სპორტსმენებმაც მიიღეს. საქართველოს ნაკრების ლიდერმა იასონ აბრამიშვილმა დისტანცია 1.33.95 საათში დაფარა და ჩემპიონი გახდა.
ამ გამარჯვებით აბრამიშვილმა 22.40 სარეიტინგო ქულა დააგროვა, რაც საერთაშორისო ფედერაციის საერთო რეიტინგში დაწინაურების საშუალებას მისცემს.
ნაკრების კიდევ ერთმა ლიდერმა ალექსი ბენიაიძემ ამავე ტურნირზე დისტანცია 1.36.30 საათში გაიარა და მე-17 ადგილზე გავიდა.
msy.gov.ge