გერმანიის ქალაქ იენერში შესანიშნავად იასპარეზა საქართველოს ნაკრების წევრმა იასონ აბრამაშვილმა, რომელმაც სლალომში 1.33,95-ით პირველი ადგილი დაიკავა.
იასონს 2014 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშების საგზური დაბევებული აქვს და ახლა რეიტინგში დაწინაურებას ლამობს.
იენერში მეორე-მესამე ადგილებზე ავსტრიელი მანუელ კარელი (1.34,03) და ფინელი იენს ჰენტინენი (1.34,04) გავიდნენ. მე-18 ადგილი ალექსი ბენიაიძემ (1.36,30) დაიკავა.
იტალიურ ზოლდო ალტოში საქართველოს ქალთა გუნდის ლიდერმა - ნინო წიკლაურმა იყოჩაღა: გიგანტურ სლალომში მას (2.10,80) მეორე ადგილი ერგო.
მისი თანამემამულე დიედრე ბელოდისი (2.10,88) მესამე ადგილით დაკმაყოფილდა.
საგულისხმოა, რომ წიკლაური ბოლო დროს ევროპულ კვარცხლბეკს გაუშინაურდა. თავად განსაჯეთ: 31 იანვარს იტალიურ პიანკავალოში მესამე იყო (1.16,36) გიგანტურ სლალომში.
ჩვენებურს მაშინ მასპინძლებმა - ილენა საბიდუსიმ (1.15,84) და კაროლინა ბიანკიმ (1.15,96) აჯობეს.
წიკლაურმა, ასევე, ბრინჯაოს მედალი მოიპოვა გიგანტურ სლალომში (2.03,08) ავსტრიულ ჰუნდერშტუდერში. იქაც მასპინძლებმა - მარია გუდრიჩმა (2.02,46) და ტერეზა ოფენჰაუზერმა (2.03,01) გაუსწრეს.
ევროპულ ტურნირებში ასპარეზობენ საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების წევრებიც. რამდენიმე დღის წინათ ჯაბა გელაშვილმა ავსტრიულ სიფელდში მე-9 ადგილი (სლალომი, 1.35,07) დაიკავა, ხოლო კვირას იტალიურ ზოლტო ალდოში შოთა ნათაძე (2.09,78) და სოსო ჯაფარიძე (2.10,33), შესაბამისად, მე-17 და 27-ე ადგილებს (ორივე - გიგანტური სლალომი) დასჯერდნენ.
დიდველზე სპეციალური სლალომით
სამთო თხილამურობაში საქართველოს თასის გათამაშების მეორე ეტაპს ბაკურიანმა უმასპინძლა.
დიდველზე სლალომით გოგო-ბიჭები სამ ასაკში ეჯიბრებოდნენ ერთმანეთს. გაუწყებთ საპრიზო ადგილებზე გასულთა ვინაობას.
პირველი დღე
გოგონები. 1999-2000 წწ. 1. თამარ ბარბარიანი (ბაკურიანი, 1.46,15), 2. ანა ოგბაიძე (გუდაური, 2.00,49), 3. ქეთი მიქაბერიძე (ბორჯომი, 2.02,52).
1997-1998 წწ. 1. ანასტასია კვირიკაძე (გუდაური, 1.41,81), 2. ნუცა ხურცილავა (გუდაური, 1.44,49), 3. სალომე კვიციანი (მესტია, 1.49,21).
1996 წელს და უფრო ადრე დაბადებულნი. 1. ნატაშა გავა (ბორჯომი, 1.37,82), 2. სუსანა გავა (ბაკურიანი, 1.38,14), 3. ნატა მგელაძე (გუდაური, 2.06,61).
ვაჟები. 1999-2000 წწ. 1. ლაშა კურტანიძე (ბაკურიანი, 1.39,07), 2. დათო ნაზღაიძე (გუდაური, 1.44,45), 3. გიორგი კურტანიძე (ბაკურიანი, 1.45,63).
1997-1998 წწ. 1. გიორგი კურტანიძე (ბაკურიანი, 1.30,43), 2. ვალიკო მარსაგიშვილი (გუდაური, 1.35,28), 3. ანზორ ჯაფარიძე (მესტია, 1.44,80).
1996 წელს და უფრო ადრე დაბადებულნი. 1. კოტე ვახტანგიშვილი (ბორჯომი, 1.25,40), 2. სოსლან ბაკაევი (ბაკურიანი, 1.29,53), 3. ნოდარ ჩუბკო (ბაკურიანი, 1.30,53).
მეორე დღე
გოგონები. 1999-2000 წწ. 1. თამარ ბარბარიანი (ბაკურიანი, 1.40,04), 2. კატო გოცირიძე (გუდაური, 1.50,57), 3. ქეთი მიქაბერიძე (ბორჯომი, 1.56,91).
1997-1998 წწ. 1. ანა გორდეზიანი (გუდაური, 1.45,11), 2. მარიამ ჭკადუა (მესტია, 1.48,53), 3. ილონა შავაძე (აჭარა, 1.51,62).
1996 წელს და უფრო ადრე დაბადებულნი. 1. სუსანა გავა (ბაკურიანი, 1.34,12), 2. ნატაშა გავა (ბორჯომი, 1.36,90), 3. ნატა მგელაძე (გუდაური, 2.03,27).
ვაჟები. 1999-2000 წწ. 1. დათო ნაზღაიძე (გუდაური, 1.39,27), 2. გიორგი კურტანიძე (ბაკურიანი, 1.40,92). 3. ბექა ბერძენიშვილი (ბორჯომი, 1.44,43).
1997-1998 წწ. 1. გიორგი კურტანიძე (ბაკურიანი, 1.29,77), 2. ვალიკო მარსაგიშვილი (გუდაური, 1.41,13), 3. ლევან ჯაფარიძე (მესტია, 1.43,07).
1996 წელს და უფრო ადრე დაბადებულნი. 1. კოტე ვახტანგიშვილი (ბორჯომი, 1.22,74), 2. კახა კურტანიძე (ბაკურიანი, 1.24,22), 3. სოსლან ბაკაევი (ბაკურიანი, 1.28,32).
საქართველოს თასის გათამაშების მესამე ეტაპიც ბაკურიანში 9-10 თებერვალს გაიმართება, ამჯერად - გიგანტურ სლალომსა და სლალომში.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"