ამას წინათ გაუწყეთ, რომ მან ჰუნდერშტოდერისა (ავსტრია) და პიანკავალოს (იტალია) ტრასებზე მესამე ადგილები დაიკავა.
ორიოდე დღის წინ კვარცხლბეკზე ერთი საფეხურით აინაცვლა - ზოლდო ალტოში (იტალია) ქალთა გიგანტურ სლალომში (2.10,80) ვერცხლის მედალი ერგო. ჩვენებურს მასპინძელმა მარტინა გნეჩმა (2.09,68) აჯობა. მესამე ადგილიც იტალიელ დეიდრე ბელოდისს (2.10,88) ხვდა.
ევროპის თოვლიან ტრასებზე სხვა ქართველმა მოთხილამურეებმაც მოსინჯეს ძალები. გერმანული იენერის ოქროსმედალოსანი იასონ აბრამაშვილი ალემანთა
ზოლდო ალტოში იასპარეზეს შოთა ნათაძემ (1.09,78) და სოსო ჯაფარიძემ (2.10,33), რომლებმაც, შესაბამისად, მე-17 და 27-ე ადგილები დაიკავეს.
საგულისხმოა, რომ ორივე სპორტსმენი, ნიკოლოზ კოზანაშვილსა და სანდრო ოგბაიძესთან ერთად, 17-22 თებერვალს რუმინულ ბრაშოვში ახალგაზრდების ზამთრის ოლიმპიურ ფესტივალზე გამოვა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"