ბიატლონი: ნორვეგია დომინირებს

AutoSharing Option
ერთდღიანი შესვენების შემდეგ, ჩეხეთის ქალაქ ნოვო მესტოში განახლდა მსოფლიოს ჩემპიონატი ბიატლონში. მედლების მორიგი კომპლექტი ქალებმა ინდივიდუალურ რბოლაში გაითამაშეს. თავიდანვე უნდა აღვნიშნოთ ამ ჩემპიონატზე უკრაინის ნაკრების ბრწყინვალე გამოსვლა – ამ გუნდმა უკვე ოთხ მედალს მოუყარა თავი, რომელთაგანაც ერთი ოქროსი გახლავთ. ამჯერად, ბრინჯაოს პრიზიორი გახდა ვალია სემერენკო. უკრაინელთა წარმატების ფონზე კი უნდა ვთქვათ რუსეთის ნაკრების ფიასკოს შესახებ – უკვე ექვს დისციპლინაში გაიმართა სტარტი და რუსებს ჯერ ერთი მედალი არ აქვთ მოპოვებული.

სხვათა შორის, ამ სტარტამდე მედალი არც გერმანიას ჰქონდა, მაგრამ სიტუაცია გამოასწორა
ვეტერანმა ანდრეა ჰენკელმა. ის ოთხივე სასროლეთზე უშეცდომო იყო და ამან 35 წლის გერმანელს დამსახურებული ვერცხლი მოუტანა.

ჩემპიონობა კი ნორვეგიელმა ტორა ბერგერმა მოიპოვა, რომლისთვისაც ეს არის მერვე პოდიუმი ამ სეზონში. აბსოლუტურად სუფთა სროლამ სკანდინავიელს ამ ჩემპიონატზე მესამე ოქრო მოუტანა. შეგახსენებთ, რომ ასეთივე შედეგი აქვს ნორვეგიელი მამაკაცების ლიდერ სვენდსენს.

საერთოდ, ნორვეგია ნოვო მესტოში დომინირებს – არც ერთ რბოლაში ეს გუნდი მედლის გარეშე არ დარჩენილა. უფრო მეტიც – ამ გუნდის ბიატლონისტები ოქროს ან ვერცხლის მედლებზე ნაკლებს არ კადრულობენ.

ინდივიდუალური

ქალები
1. ტორა ბერგერი (ნორვეგია) - 44:52.5 (0); 2. ანდრეა ჰენკელი (გერმანია) - +52.7 (0); 3. ვალია სემერენკო (უკრაინა) - +1:42.5 (1); 4. ანასტასია კუზმინა (სლოვაკეთი) - +1:55.0 (2); 5. ვალია სემერენკო (უკრაინა) - +2:25.9 (1); 6. ოლგა ზაიცევა (რუსეთი) - +2:30.9 (2)...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ბიატლონი. მსოფლიოს ჩემპიონატი: პირველი ოქრო ნორვეგიისაა
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული