რბოლის წინ რთული იყო ფავორიტის დასახელება, სტარტის შემდეგ კი გამოიკვეთა ნორვეგიის უპირატესობა. ამ გუნდიდან პირველი გარბოდა თანამედროვეობის ერთ-ერთი საუკეთესო ბიატლონისტი ტურა ბერგერი და მან 6.5 კილომეტრის შემდეგ თავის გუნდს 12-წამიანი უპირატესობა მოუტანა.
დაიწყო მესამე ეტაპი და აქ უკვე ფრანგებმა მოახერხეს წინ გაჭრა - ამ გუნდის მესამე ნომერმა ბიოფმა გარკვეული ჰანდიკაპი შეუქმნა გუნდის ლიდერ ფურკადს, თუმცა ახლოს იყვნენ ნორვეგიელი სვენდესენი და რუსი მალიშკო. თითქოს მათ უნდა გაეთამაშებინათ მედლები, მაგრამ რუსებისთვის საბედისწერო აღმოჩნდა რიგით მეშვიდე სასროლეთი, როცა მალიშკომ ერთი სამიზნე ვერ დახურა და საჯარიმო წრის გავლა მოუწია. რუსეთმა მედლების შანსი დაკარგა და ამით ჩეხეთმა ისარგებლა, რომელმაც ბრინჯაო მოიგო.
ოქროს მედლისთვის იბრძოლეს სვენდსენმა და ფურკადმა. ბოლო სროლის შემდეგ ნორვეგიელს მცირე უპირატესობა გააჩნდა და ფრანგმა მისი დაწევა ვეღარ შეძლო.
საინტერესოა, რომ ექვსეულში ვერ მოხვდა ერთ-ერთი ფავორიტი - გერმანიის ნაკრები.
შერეული ესტაფეტა
1. ნორვეგია (ბერგერი, სულემდალი, ბიო, სვენდსენი) - 1:12.04,9; 2. საფრანგეთი (ბრიუნე, დორნე-აბერი, ბიოფი; მ. ფურკადი) - + 20.0; 3. ჩეხეთი (ვიტკოვა, სოუკალოვა, სოუკული, მორავეცი) - +32.3; 4. იტალია - +58.4; 5. სლოვენია - +1:07.1; 6. რუსეთი - +1:26.5...
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
ბიატლონის ლეგენდა მოღალატე ყოფილა