ბიატლონი: სარეკორდო ნორვეგია

AutoSharing Option
შაბათს, მამაკაცთა ესტაფეტაში ნორვეგიის გუნდმა, ოლე-ეინარ ბიორნდალენის, ჰენრიკ ლ'აბე-ლუნის, ტარიე ბიოსა და ემილ ჰეგლე სვენდსენის შეადგენლობით, უდიდესი უპირატესობით აიღო ოქროს მედალი. სკანდინავიელთა კვარტეტმა წუთზე მეტი მოუგო მთავარ კონკურენტს - საფრანგეთის ნაკრებს. ეს იყო ნორვეგიელთა მეშვიდე ოქრო ამ ჩემპიონატზე, რაც აბსოლუტური რეკორდი გახლავთ. წინა რეკორდი გერმანიის ნაკრებს ეკუთვნოდა, რომელმაც 1999 წელს, პლანეტის პირველობაზე ექვს დისციპლინაში მოახერხა პირველობის მოპოვება.

საერთო ჯამში, ნორვეგიის ნაკრებმა მოიგო შერეულ ესტაფეტაში, მამაკაცთა და ქალთა ესტაფეტებში; გარდა ამისა, ემილ ჰეგლე სვენდსენმა მოიგო სპრინტი და გამოდევნებით რბოლა, ტორა ბერგერმა
- გამოდევნება და ინდივიდუალური რბოლა.

უნდა აღინიშნოს, რომ ნორვეგიის მამაკაცთა ნაკრებმა ზედიზედ მეოთხედ მოიგო მსოფლიოს ჩემპიონატზე ესტაფეტა, რასაც ემატება 2010 წლის ოლიმპიადაზე ტრიუმფიც.

* * *
ნორვეგიამ საკუთარი რეკორდის გაუმჯობესება შეძლო. მერვე ოქრო ამ ქვეყანას ტარიე ბიომ მოუტანა, რომელმაც მას-სტარტში აჯობა ყველას. ისევ ვიხილეთ პოდიუმზე სვენდსენი და ის ჩემპიონატის ერთ-ერთ გმირად გამოცხადდა. მან ჩემპიონატი ოთხი ოქროთი და ერთი ბრინჯაოთი დაასრულა. სვენდსენს მხოლოდ ნორვეგიელმა ქალმა ბიატლონისტმა ტორა ბერგერმა აჯობა, რომელმაც ოთხი ოქრო და ორი ვერცხლი მოიპოვა.

ესტაფეტა

კაცები
1. ნორვეგია (ბიორნდალენი, ლ'აბე-ლუნდი, ბოე, სვენდსენი) - 1:15:39.0 (0+5); 2. საფრანგეთი (ს. ფურკადი, ბეატრიქსი, ბიოფი, მ. ფურკადი) - +1:12.8 (0+7); 3. გერმანია (შემპი, ბირნბახერი, პაიფერი, ლესერი) - +1:18.5 (2+3); 4. რუსეთი - +1:24.1 (2+7); 5. ავსტრია - +1:38.9 (0+5); 6. ჩეხეთი - +2:50.1 (0+9)...

ქალები
1. ნორვეგია (ფენე, ფლატლანდი, სულემდალი, ბერგერი) - 1:08:11.09 (1+9); 2. უკრაინა (ჯიმა, ვიტა სემერენო, ვალია სემერენკო, პიდგრუშნაია) - +7.0 (0+5); 3. იტალია (ვირერი, გონტიე, პონცა, ობერჰოფერი) - +11.6 (0+4); 4. რუსეთი - +29.0 (0+7); 5. გერმანია - +30.9 (0+11); 6. საფრანგეთი - +36.7 (0+13)...

მას-სტარტი

კაცები
1. ტარიე ბიო (ნორვეგია) - 36:15.8 (0); 2. ანტონ შიპულინი (რუს) - +3.7 (1); 3. ემილ ჰეგლე სვენდსენი (ნორვეგია) - +7.4 (1); 4. ონდრჟეი მორავეცი (ჩეხეთი) - +10.4 (1); 5. ერიკ ლესერი (გერმანია) - +12.8 (1); 6. დომინიკ ლანდერტინგერი (ნორვეგია) - +16.7 (1)...

ქალები
1. დარია დორმაჩოვა (ბელორუსი) - 35:54.5 (2); 2. ტორა ბერგერი (ნორვეგია) - +8.7 (2); 3. მონიკა ჰიონიში (პოლონეთი) - +27.6 (1); 4. ვიტა სემერენკო (უკრაინა) - +46.6 (2); 5. ოლგა ზაიცევა (რუსეთი) - +52.1 (2); 6. მირიამ ჰესნერი (გერმანია) - +52.1 (4)...

გუნდური ჩათვლა

ო ვ ბ ს
1. ნორვეგია 8 2 1 11
2. საფრანგეთი 1 4 0 5
3. უკრაინა 1 1 3 5
4. ბელორუსი 1 0 0 1
5. გერმანია 0 1 1 2
5. პოლონეთი 0 1 1 2
5. რუსეთი 0 1 1 2
8. აშშ 0 1 0 1
9. ჩეხეთი 0 0 1 1
9. იტალია 0 0 1 1
9. სლოვენია 0 0 1 1
9. შვედეთი 0 0 1 1

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ბიატლონი: ნორვეგია დომინირებს
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული