ჯაბა გელაშვილმა გერმანიის ტურნირში მეორე ცდაზე მეცხრე ადგილი დაიკავა

AutoSharing Option
გერმანულმა გოეტჩენმა ალემანთა ახალგაზრდულ პირველობას უმასპინძლა სუპერგიგანტში.

მასპინძლებთან ერთად, საასპარეზოდ სხვა ქვეყნების წარმომადგენლებმაც მოიყარეს თავი. მათ შორის იყო ბაკურიანელი ჯაბა გელაშვილი.

პირველი დაშვებისას მან 1.01,41-ით მე-8 ადგილი დაიკავა. პირველი-მესამე ადგილები გერმანელებს - კრისტოფერ ბრანდნერს (59,73) ფილიპ პორვოლსა (59,80) და კრისტიან ფერსტლს (59,94) ერგოთ.

მეორე დაშვებისას ჩვენმა სპორტსმენმა შედეგი გააუმჯობესა (1.00,81), რამაც ცხრილში ცხრა საფეხურით წინ გადასწია, თან მესამე ადგილზე გასულ გერმანელს - ანტონ ტრემელს 0,74 წამით ჩამორჩა.

პირველ-მეორე ადგილებზეც მასპინძლები - კრისტიან ფერსტლი (59,52) და გეორგე ჰეგელი (59,90) გავიდნენ.

ყოველდღიური
სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული