მასპინძლებთან ერთად, საასპარეზოდ სხვა ქვეყნების წარმომადგენლებმაც მოიყარეს თავი. მათ შორის იყო ბაკურიანელი ჯაბა გელაშვილი.
პირველი დაშვებისას მან 1.01,41-ით მე-8 ადგილი დაიკავა. პირველი-მესამე ადგილები გერმანელებს - კრისტოფერ ბრანდნერს (59,73) ფილიპ პორვოლსა (59,80) და კრისტიან ფერსტლს (59,94) ერგოთ.
მეორე დაშვებისას ჩვენმა სპორტსმენმა შედეგი გააუმჯობესა (1.00,81), რამაც ცხრილში ცხრა საფეხურით წინ გადასწია, თან მესამე ადგილზე გასულ გერმანელს - ანტონ ტრემელს 0,74 წამით ჩამორჩა.
პირველ-მეორე ადგილებზეც მასპინძლები - კრისტიან ფერსტლი (59,52) და გეორგე ჰეგელი (59,90) გავიდნენ.
ყოველდღიური