მსოფლიოს თასი: არა უძლიერესი ჩემპიონი

AutoSharing Option
სამთო თხილამურებში ერთი წესი არსებობს - ჩქაროსნულ დისციპლინებში უძლიერეს სპორტსმენთა ჯგუფი 16-დან 22-ე ნომრად იღებს სტარტს, ამიტომაც, მათი დაშვების შემდეგ იწყება ხოლმე გამარჯვებულისა და პრიზიორების მილოცვები. თუმცა არსებობს გამონაკლისი შემთხვევებიც.

სწორედ ასეთ შემთხვევასთან გვქონდა ადგილი ამერიკის კურორტ ბივერ კრიკში. სუპერგიგანტში უძლიერესთა ჯგუფის გამოსვლის შემდეგ, პირველობას იყოფდნენ იტალიელი პეტერ ფილი და ავსტრიელი ჰანს რაიჰელი. ალბათ, გულის სიღრმეში, ისინი გამარჯვებას ზეიმობდნენ, მაგრამ საბოლოოდ, მათ მესამე ადგილის გაყოფა მოუწიათ, რადგან ამ დუეტის გასწრება ორმა მოთხილამურემ შეძლო.

სასტარტო 28-ე ნომრის მქონე შვეიცარიელი პატრიკ კუენგი
სწრაფდაშვების კარგ სპეციალისტად არის მიჩნეული (წინა დღეს, მან ამ დისციპლინაში მეხუთე ადგილი დაიკავა), მაგრამ შაბათს მისგან სუპერგიგანტში გამარჯვებას არავინ ელოდა. მას პოდიუმზე მხარი დაუმშვენა ოტმარ შტრიდინგერმა (45-ე სასტარტო ნომერი), რაც კიდევ უფრო დიდი სენსაცია იყო, რადგან ამ ავსტრიელს თითქმის არავინ იცნობს.

სწრაფდაშვება
1. აქსელ ლუნდ სვინდალი (ნორ) - 1.44,50; 2. ჰანს რაიხელი (ავსტრია) - +0,17; 3. პეტერ ფილი (იტა) - +0,20; 4. მანუელ ოსბორნ-პარადი (კან) - +0,24; 5. პატრიკ კუენგი (შვეიც) - +0,52; 6. ბიტ ფოიზი (შვეიც) - +0,66...

სუპერგიგანტი
1. პატრიკ კუენგი (შვეიც) - 1.21,73; 2. ოტმარ შტრიდინგერი (ავსტრია) - +0,24; 3. პეტერ ფილი (იტა) - +0,38; 3. ჰანს რაიხელი (ავსტრია) - +0,38; 5. ტედ ლიგეტი (აშშ) - +0,48; 6. ტომას მერმილო ბლონდენი (საფ) - +0,54...

საერთო ჩათვლა
1. აქსელ ლუნდ სვინდალი (ნორ) - 336; 2. პატრიკ კუენგი (შვეიც) - 206; 3. ჰანს რაიხელი (ავსტრია) - 202; 4. მარსელ ჰირშერი (ავსტრია) - 175; 5. პეტერ ფილი (იტა) - 174; 6. ტედ ლიგეტი (აშშ) - 169...

ვონი ჯერ ფრთხილადაა
დიდი ინტერესს იწვევდა ქალების ეტაპი კანადის ლეიკ ლუისში, რადგან დიდხნიანი შესვენების შემდეგ, როგორც იქნა, ტრასას დაუბრუნდა მსოფლიოს თასის ოთხგზის მფლობელი ლინდსი ვონი.

ლეიკ ლუისში ორი დღის განმავლობაში ორი სწრაფდაშვება გაიმართა. პირველ სტარტზე ვონი ძალიან შებოჭილი ჩანდა, რისკს მოერიდა და 60 მონაწილედან მხოლოდ მე-40 შედეგი აჩვენა. სამაგიეროდ, მეორე დღეს ის უფრო თამამად გამოიყურებოდა და მე-11 დრო დააფიქსირა, რაც მის გულშემატკივრებს აფიქრებინებს, რომ მალე ვონი უფრო მეტზე გამოაცხადებს პრეტენზიას.

სამაგიეროდ, ყველაფერი წესრიგში აქვს ბოლო წლებში ვონის მთავარ კონკურენტსა და მეგობარს, გერმანელ მარია რიშს. ის კარგად არის მზად ოლიმპიური სეზონისთვის, რაზეც ლეიკ ლუისში შესრულებული დუბლი მეტყველებს.

სწრაფდაშვება
1. მარია რიში (გერ) - 1.56,03; 2. მარიან კაუფმან-აბდერჰალდენი (შვეიც) - +0,70; 3. ელენა ფანკინი (იტა) - +1,20; 4. ანა ფენინგერი (ავსტრია) - +1,27; 5. ნადია ინგლინ-კამერი (შვეიც) - +1,51; 6. ტინა მაზე (სლოვენ) - +1,54...

სწრაფდაშვება
1. მარია რიში (გერ) - 1.55,09; 2. ტინა ვაირატერი (ლიხ) - +0,34; 3. ანა ფენინგერი (ავსტრია) - +0,47; 4. მარიან კაუფმან-აბდერჰალდენი (შვეიც) - +0,83; 5. ნადია ფანკინი (იტა) - +0,84; 6. ტინა მაზე (სლოვენ) - +0,91...

საერთო ჩათვლა
1. მარია რიში (გერ) - 393; 2. ლარა გუტი (შვეიც) - 346; 3. ანა ფენინგერი (ავსტრია) - 285; 4. ტინა ვაირატერი (ლიხ) - 265; 5. მიკაელა შიფრინი (აშშ) - 220; 6. ტინა მაზე (სლოვენ) - 210...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
სამთო თხილამურები. მსოფლიოს თასი: სვინდალმა ტრადიცია არ დაარღვია
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული