სამთო თხილამურები: ლინდსი ვონს კაცებთან უნდა

AutoSharing Option
თანამედროვეობის ერთ-ერთმა საუკეთესო მოთხილამურემ ლინდსი ვონმა განაცხადა, რომ კარიერის ბოლოს, დიდი სურვილი აქვს სათხილამურო ტრასაზე მამაკაცებს გაეჯიბროს.

უფრო ადრე, 31 წლის ამერიკელმა ჟურნალისტებს გაუმხილა, რომ სამი წლის შემდეგ დაასრულებს კარიერას და მოასწრებს 2018 წლის ზამთრის თამაშებზე გამოსვლას.

"ჩემს ბოლო სეზონში ვისურვებდი რომელიმე ტრასაზე მამაკაცებთან კონკურენციას. დღეს ვარკვევთ, როგორ შეიძლება ეს მოხდეს. რა თქმა უნდა, ძალიან რთულია ამის განხორციელება, მაგრამ იმედი მაქვს, უახლოესი სამი წლის განმავლობაში, ეს საკითხი მოგვარდება", - მოჰყავს ვონს Sports Illustrated-ის სიტყვები.

ვონი 2010 წლის ოლიმპიური ჩემპიონია, ორჯერ
იყო მსოფლიოს ჩემპიონი და ოთხჯერ აქვს მოპოვებული მსოფლიოს თასი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული