ლინდსი ვონის თეთრი ოლიმპიადის რეპეტიცია

AutoSharing Option
სამთო თხილამურებში მსოფლიოს თასის მორიგი ეტაპები გაიმართა. მამაკაცები სწრაფდაშვებაში ეჯიბრებოდნენ ერთმანეთს სამხრე კორეის იონგსიონში, სადაც 2018 წელს ზამთრის ოლიმპიადა გაიმართება.

დაბალი ტემპერატურისა და თოვლის მცირე რაოდენობის გამო, ტრასა საკმაოდ ხისტი იყო. და ასეთ პირობებში ყველაზე კარგად წარმოაჩინა თავი ჩეტილ იანსრუდმა. ეს მისი პირველი მოგებაა სეზონში, არადა, შარშან ბროლის ორი მცირე გლობუსი მოიპოვა სწრაფდაშვებასა და სუპერგიგანტში.

ნორვეგიელმა საათში 114 კილომეტრი სიჩქარე განავითარა და 0.20 წამით გაუსწრო მეორე ადგილზე გასულ იტალიელ დომინიკ პარისს. მესამე ადგილზე კი, მოულოდნელად, ამერიკელი სტივენ კაიმანი გავიდა. მან
მე-14 სასტარტო ნომრით აიღო სტარტი და შეინარჩუნა პოდიუმის მესამე საფეხური.

სწრაფდაშვების ჩათვლაში იანსრუდი მესამე ადგილზე გადავიდა: ის 109 ქულით აგებს თანამემამულე აქსელ-ლუნდ სვინდალთან, რომლისთვისაც, ტრავმის გამო, სეზონი ნაადრევად დასრულდა.

* * *
ასევე სწრაფდაშვებაში გაითამაშეს პირველობა ქალებმა გერმანიის გარმიშ-პარტენკირხენში.

ბავარიულ ტრასაზე კარიერაში 76-ე და ამ სეზონში მეცხრე გამარჯვება მოიპოვა ამერიკელმა ლინდსი ვონმა. მას კონკურენტებზე უდიდესი უპირატესობა ჰქონდა: 1.51 წამი მოუგო შვეიცარიელ ფაბიენ სუტერს, რომელიც მეორე ადგილზე გავიდა. 1.56-წამიანი ჩამორჩენა ჰქონდა მესამეადგილოსან გერმანელს ვიქტორია რებენსბურგს.

ვონი ამ სეზონში იგებს სწრაფდაშვების ჩათვლას და გენერალურ კლასიფიკაციას: ამერიკელი 127 ქულით უსწრებს შვეიცარიელ ლარა გუტს. ამ უკანასკნელმა გარმიშის სწრაფდაშვებაში სამი წამი წააგო ვონთან და მე-14 ადგილზე გავიდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული