დეკემბერში საქართველოს სათხილამურო ნაკრების წევრებმა - იასონ აბრამაშვილმა და ჯაბა გელაშვილმა იყოჩაღეს.
ზამთრის ოლიმპიადის ლიცენზიანტმა იასონ აბრამაშვილმა საფრანგეთის კურორტ ისოლაში იასპარეზა საერთაშორისო ფედერაციის (ფის-ის) ეგიდით გამართულ შეჯიბრებაში - ქართველმა სპორტსმენმა სლალომში მე-3 ადგილი დაიკავა, რითაც მსოფლიო რეიტინგი გაიმყარა.
პირველ და მეორე ადგილებზე ფრანგი მოთხილამურეები - ანტონი ობერტი და რობინ ბუფეტი გავიდნენ.
ჯაბა გელაშვილმაც
პირველი დაშვებისას ბულგარელმა ჯორჯ ნუშევმა გაიმარჯვა, მეორე სლალომი კი შვეიცარელმა ლუკა ლუვაშმა მოიგო. ჯაბა გელაშვილი ოლიმპიადის ლიცენზიის მოსაპოვებლად იბრძვის, დრო 20 იანვრამდე აქვს.
ევროპულ ტურნირებში საქართველოს ჭაბუკთა ნაკრების წევრებმა - შოთა ნათაძემ და სოსო ჯაფარიძემაც მოსინჯეს ძალები და მსოფლიო რეიტინგი გაიუმჯობესეს.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"