ნინო წიკლაურმა პირველი დაშვება ვერ ჩაამთავრა - ქართველმა სამთო-მოთხილამურემ ერთ-ერთ მოსახვევში შესვლა ვერ შეძლო.
შესაბამისად, წიკლაური მეორე დაშვებაში მონაწილეობას უკვე ვეღარ მიიღებს და მისთვის ოლიმპიადა დასრულდა.
შეგახსენებთ, რომ აქამდე წიკლაურმა გიგანტურ სლალომშიც იასპარეზა და ორი დაშვების შემდეგ საერთო ჯამში 49-ე იყო.
22 თებერვალს სლალომში ალექსანდრე ბენიაიძე და იასონ აბრამაშვილი გამოვლენ.