იასონ აბრამაშვილმა ოლიმპიადებზე სლალომში საქართველოს ყველა დროის საუკეთესო შედეგი აჩვენა [VIDEO]

AutoSharing Option
ქართველი სპორტსმენებისთვის სოჭის ოლიმპიადა დასრულდა. სულ ბოლოს გამოცდილი მოთხილამურე იასონ აბრამაშვილი ვაჟთა სლალომის ტრასაზე დადგა მეორე ცდის შესასრულებლად.

პირველი ცდის შემდეგ იასონი 52,59 წამით 43-ე ადგილზე იყო, ხოლო ალექსი ბენიაიძემ ტრასა ვერ ჩაამთავრა.

მეორე ცდაზე ჩვენებურმა ტრასა ზუსტად წუთში გაირა და საბოლოოდ ლიდერთან 11,5 წამი წააგო. მიუხედავად ამისა, ჩვენთვის ეს შედეგი ბრწყინვალეა, რადგან იასონი ელიტურ 30-ეულში შევიდა, 23-ე ადგილზე გავიდა.

ვაჟთა სლალომში 116 მოთხილამურე მონაწილეობდა, ორივე ცდა 43-მა სპორტსმენმა დაასრულა. 

შეჯიბრების დასრულების შემდეგ იასონი 23-ე ადგილზე იყო, თუმცა ორგანიზატორებმა ორ
სპორტსმენს მისცეს დისკვალიფიკაცია, რომელთაგანაც ერთ-ერთი ქართველზე წინ იყო.

22-ე ადგილი სლალომში საქართველოს (როგორც დამოუკიდებელი ქვეყნის) საუკეთესო მაჩვენებელია ისტორიაში. აქამდე რეკორდი თავად აბრამაშვილს ეკუთვნოდა, 2006 წლის ზამთრის ოლიმპიადაზე მან სლალომში 31-ე ადგილი დაიკავა.

სათხილამურო სპორტში კი საუკეთესო შედეგი ვაჟთა კომბინაციაში (სწრაფდაშვება და სლალომი) აჩვენა ზურაბ ჯიჯიშვილმა 1998 წლის ოლიმპიადაზე - მე-14 ადგილი, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ მაშინ ორივე დისციპლინა სულ 15-მა კაცმა ჩაამთავრა.

იხილეთ მეორე დაშვების ვიდეო
Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 17 /
გილოცავთ ! ნამდვილად საამაყოა საქრთველოს წევრი 22 ადგლზე! არ აქვს მნსიჰვნელობა 43 მა დაამათავრა თუ 10 მა . ის მოხვდა საუკეთესო 30 ეულში. ნუ ხართ შურიანები !
elene
24 თებერვალი 2014 19:52
0
გილოცავთ ამ დიდ გამარჯვებას ! ნამვილად სასიხარულოა ეს წარმატება!
zviadi
24 თებერვალი 2014 14:23
0
30 ეულში არის მსოპლიო ელიტა . ყოველ ოლიმპიადაზე არის მსოპლიო 30 ეული(საუკეთესო 30ეული) . თუ არ იცით გაჩუნდით მაინც:) გილოცაააააავთ
giga
24 თებერვალი 2014 10:23
0
ნურც გაფრიდებით , ნურც მოფრინდებით :))))))) ესე სპორტცმენებო თქვენი ბედი ამათ შემყურე:)))) სპორტია ესეთი მთლიანად ოლიმპიადაისვის რომ გეყურებინათ ესეთი მდაბიო აზროვნება არ გექნებოდათ. ნდამვილად მისალოცია!!!!
ზვიადი
24 თებერვალი 2014 10:17
0
მისალოცია ხალხნო რას დაბოგმილხართ ??? თემო ერთხელაც დაწრეე 116 იდან 43 რომ ჩაამთავრა :))))))))))) გილოცავთ ქართველ ერს ვინ ერკვევა და ვინც იცის ის გაიგებს მხოლოდ ამ ადგილის ფასს:)
sofo
24 თებერვალი 2014 00:50
0
ძალიან ცუდი ერი ვართ . მარტო კრიტიკა ვიცით. გამოვარდა რატო გამოვარადაოოო , 22 გავიდა კცი და ვაიმე ტარასა 43 ჩაამთავრაო . მოკლედ იმის მაგივრად გვიხაროდეს არა !!!! ეს რა მოხდაა??? და აბრამაშვილის რომ გამოვარდნილიყო ვაიმე სრიალი არ იციანო :))) მოკლედ არ დაგველევა პრეტენზიები რაა!!! სპორტის დაფინანსებას და პირობებსაც გადახედეთ სანამ ენას გადმოაგდებთ. !!!!!! რატომ 43 ისან 1,2 ან მესამე დაგილზე არ გავიდა??? ნტ, ნტ . ძაან ჩახედულები ხართ და გულიც შეგტკივათ ხომ ??? ვაითქვენს პატრონს :))))
axmeteli
24 თებერვალი 2014 00:48
0
ძალიან ცუდი ერი ვართ . მარტო კრიტიკა ვიცით. გამოვარდა რატო გამოვარადაოოო , 22 გავიდა კცი და ვაიმე ტარასა 43 ჩაამთავრაო . მოკლედ იმის მაგივრად გვიხაროდეს არა !!!! ეს რა მოხდაა??? და აბრამაშვილის რომ გამოვარდნილიყო ვაიმე სრიალი არ იციანო :))) მოკლედ არ დაგველევა პრეტენზიები რაა!!! სპორტის დაფინანსებას და პირობებსაც გადახედეთ სანამ ენას გადმოაგდებთ. !!!!!! რატომ 43 ისან 1,2 ან მესამე დაგილზე არ გავიდა??? ნტ, ნტ . ძაან ჩახედულები ხართ და გულიც შეგტკივათ ხომ ??? ვაითქვენს პატრონს :))))
axmeteli
24 თებერვალი 2014 00:48
0
ზურაბ ჯიჯიშვილმა 1998 წლის ოლიმპიადაზე - მე-14 ადგილი, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ მაშინ ორივე დისციპლინა სულ 15-მა კაცმა ჩაამთავრა.
--------------------------------------მეორე ადგილი(ბოლოდან)??? შედეგია...ისე რა მაგის პასუხია და ამათი შემყურე ჩვენ ფეხბურთელებზე აუგს არ უნდა ვამბობდეთ.
ოლიმპიელი
24 თებერვალი 2014 00:44
0
გამოცდილი მოთხილამურე იასონ აბრამაშვილი ----ამან თუ ასე განაგრძო პენსიამდე ალბათ ათეულშიც შევა.
ოლიმპიელი
24 თებერვალი 2014 00:40
0
მალადეც. ვისაც სამშობლო არ უყვარს სპორტშიც ვერ ივარგებს
dd
23 თებერვალი 2014 19:53
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული