პირველი ცდის შემდეგ იასონი 52,59 წამით 43-ე ადგილზე იყო, ხოლო ალექსი ბენიაიძემ ტრასა ვერ ჩაამთავრა.
მეორე ცდაზე ჩვენებურმა ტრასა ზუსტად წუთში გაირა და საბოლოოდ ლიდერთან 11,5 წამი წააგო. მიუხედავად ამისა, ჩვენთვის ეს შედეგი ბრწყინვალეა, რადგან იასონი ელიტურ 30-ეულში შევიდა, 23-ე ადგილზე გავიდა.
ვაჟთა სლალომში 116 მოთხილამურე მონაწილეობდა, ორივე ცდა 43-მა სპორტსმენმა დაასრულა.
შეჯიბრების დასრულების შემდეგ იასონი 23-ე ადგილზე იყო, თუმცა ორგანიზატორებმა ორ
22-ე ადგილი სლალომში საქართველოს (როგორც დამოუკიდებელი ქვეყნის) საუკეთესო მაჩვენებელია ისტორიაში. აქამდე რეკორდი თავად აბრამაშვილს ეკუთვნოდა, 2006 წლის ზამთრის ოლიმპიადაზე მან სლალომში 31-ე ადგილი დაიკავა.
სათხილამურო სპორტში კი საუკეთესო შედეგი ვაჟთა კომბინაციაში (სწრაფდაშვება და სლალომი) აჩვენა ზურაბ ჯიჯიშვილმა 1998 წლის ოლიმპიადაზე - მე-14 ადგილი, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ მაშინ ორივე დისციპლინა სულ 15-მა კაცმა ჩაამთავრა.