დეჟავიუ ფრანგულ ალპებში

AutoSharing Option

ჩრდილოამერიკული ტურნეს შემდეგ სამთო მოთხილამურეება ევროპაში დაბრუნდნენ და ისევ ჩქაროსნულ დისციპლინებში შეეჯიბრნენ ერთმანეთს. ფრანგული ვალ დ'იზერის ტრასა მათთვის კარგად არის ნაცნობი - მსოფლიოს ბოლო ჩემპიონატი სწორედ ამ კურორტზე გაიმართა და ისედაც აქ თითქმის ყოველ წელს ტარდება მსოფლიოს თასის ეტაპები.

ერთი კვირის წინ გიგანტურ სლალომში მიღწეული შედეგი გაიმეორა და ზედიზედ მეორე ეტაპი მოიგო ამერიკელმა ტედ ლიჯეტიმ. ეს ამ მოთხილამურის მეშვიდე ტრიუმფი იყო კარიერაში და შვიდივე გამარჯვებას მან სწორედ ამ დისციპლინაში მიაღწია. ასე რომ, ამერიკელს წარმატება არავის გაკვირვებია. ლიჯეტიმ პირველი ცდის შემდეგ

გააკეთა სერიოზული განაცხადი მოგებაზე - ის ერთადერთი იყო, ვინც ტრასა წუთსა და 12 წამზე ნაკლებ დროში გაიარა, ხოლო იმის გათვალისწინებით, რომ ტედი ჩვეულებრივ მეორე ცდას უფრო წარმატებით გადის, ვიდრე პირველს, მის ტრიუმფში ეჭვი აღარავის ეპარებოდა. მართლაც, მეორე დაშვებისას ამერიკელმა კონკურენტთაგან მხოლოდ შვეიცარიელ კარლო იანკასთან წააგო და საბოლოოდ, ორი ცდის ჯამში უდიდესი უპირატესობა დააფიქსირა.

მეორე ადგილზე გავიდა ცნობილი ნორვეგიელი აქსელ ლუნდ სვინდალი, რომელიც თანდათან უბრუნდება "ბროლის დიდი გლობუსისთვის" ბრძოლას. თუმცა ლიჯეტისთან წამზე მეტის წაგება სერიოზული დარტყმაა ნორვეგიელის რეპუტაციაზე.
ამავე დღეს, ქალებს შვეიცარიის კურორტ სანკტ-მორიტცში უნდა გაერკვიათ უძლიერესი სუპერგიგანტში, მაგრამ უმძიმესი მეტეოროლოგიური პირობების გამო ორგანიზატორებმა ეტაპი რამდენიმე საათით გვიან დაიწყეს, მაგრამ პირველი ექვსი მონაწილედან სამმა ფინიშამდე ვერ მიაღწია და საბოლოოდ, რბოლა გაუქმდა.

ვალ დ'იზერი (აშშ)
გიგანტური სლალომი. კაცები
1. ტედ ლიჯეტი (აშშ) - 2:26.26 (1:11.37+1:14.89); 2. აქსელ ლუნდ სვინდალი (ნორ) - 2:27.31 (1:11.63+1:15.68); 3. მასიმილიანო ბლარდონე (იტა) - 2:27.47 (1:12.01+1:15.46); 4. კარლო იანკა (შვეიც) - 2:27.81 (1:12.96+1:14.85); 5. ბენჯამინ რაიხი (ავსტრია) - 2:27.92 (1:12.59+1:15.33); 6. მარსელ ჰირშერი (ავსტრია) - 2:28.03 (1:12.49+1:15.54).
საერთო ჩათვლა
1. აქსელ ლუნდ სვინდალი (ნორ) - 236; 1. ტედ ლიჯეტი (აშშ) - 221; 3. მარიო შაიბერი (ავსტრია) - 175; 4. კარლო იანკა (შვეიც) - 174; 5. დიდიე კუში (შვეიცარია) - 160; 6. მიხაელ ვალხოფერი (ავსტრია) - 149.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული