იასონ აბრამაშვილის მეორე ადგილი მეოთხე ცდაზე

AutoSharing Option

საქართველოს ნაკრების სამთომოთხილამურეთაგან სეზონში ყველაზე გვიან ლიდერი, იასონ აბრამაშვილი ჩაერთო. იასონისთვის სეზონი მხოლოდ 9 დეკემბერს დაიწყო იტალიის კურორტ ბორმიოში. პირველ დღეს ქართველმა გიგანტურ სლალომში წარმატებით ისრიალა. ორი ცდა სულ 98-მა სპორტსმენმა ჩაამთავრა და მათ შორის ჩვენიანმა მე-4 ადგილი დაიკავა (1 წუთი 51,21 წამი). 22 წლის ქართველი წამ-ნახევრით ჩამორჩა იტალიელ ივან კოდეგას.

კარგად იასპარეზა 17 წლის ჯაბა გელაშვილმა, რომელმაც მე-15 ადგილი დაიკავა. მეორე დღის გიგანტური სლალომი წარმატებული მხოლოდ გელაშვილისთვის გამოდგა, რომელმაც მე-8 ადგილი დაიკავა, ხოლო იასონმა პირველი ცდა ვერ ჩაამთავრა.

11-12

დეკემბერს ბორმიოში ორი სლალომი გაიმართა, პირველში იყოჩაღა გელაშვილმა, რომელმაც მე-6 შედეგი აჩვენა, აბრამაშვილმა კი კარი გამოტოვა და დისკვალიფიკაციით დასაჯეს. მეორე დღეს ჩვენი ნაკრების ლიდერმა ბრწყინვალედ ისრიალა და 1 წუთი 23,41 წამი შედეგით მეორე ადგილი დაიკავა. იასონს სლალომის მოგებამდე წამზე ნაკლები დააკლდა ორი ცდის ჯამში. გელაშვილს ამჯერად მეორე ცდა გაუცუდდა. ბორმიოს ოთხივე ტურნირი "სითიზენის" ეგიდით გაიმართა.

გელაშვილმა ავსტრიაში გადაინაცვლა, სადაც სუპერ კომბინაციაში 33-ე ადგილი დაიკავა, ხოლო სუპერ გიგანტში - 61-ე.

 

 

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული