საქართველოს ნაკრების სამთომოთხილამურეთაგან სეზონში ყველაზე გვიან ლიდერი, იასონ აბრამაშვილი ჩაერთო. იასონისთვის სეზონი მხოლოდ 9 დეკემბერს დაიწყო იტალიის კურორტ ბორმიოში. პირველ დღეს ქართველმა გიგანტურ სლალომში წარმატებით ისრიალა. ორი ცდა სულ 98-მა სპორტსმენმა ჩაამთავრა და მათ შორის ჩვენიანმა მე-4 ადგილი დაიკავა (1 წუთი 51,21 წამი). 22 წლის ქართველი წამ-ნახევრით ჩამორჩა იტალიელ ივან კოდეგას.
კარგად იასპარეზა 17 წლის ჯაბა გელაშვილმა, რომელმაც მე-15 ადგილი დაიკავა. მეორე დღის გიგანტური სლალომი წარმატებული მხოლოდ გელაშვილისთვის გამოდგა, რომელმაც მე-8 ადგილი დაიკავა, ხოლო იასონმა პირველი ცდა ვერ ჩაამთავრა.
11-12
გელაშვილმა ავსტრიაში გადაინაცვლა, სადაც სუპერ კომბინაციაში 33-ე ადგილი დაიკავა, ხოლო სუპერ გიგანტში - 61-ე.