ლინდსი ვონის რეკორდმა ტაიგერ ვუდსის კბილი შეიწირა

AutoSharing Option
ლეგენდარულმა ამერიკელმა გოლფისტმა ტაიგერ ვუდსმა ერთი წინა კბილი დაკარგა მას შემდეგ, რაც ერთ-ერთი ჟურნალისტის ფოტოკამერა მოხვდა სახეში.

ინციდენტი იტალიის კორტინა დ'ამპეცოში მოხდა - სამთო თხილამურებში მსოფლიოს თასის ეტაპის გამარჯვებულების დაჯილდოების ცერემონიაზე.

"ფოტოგრაფები ძალიან აქტიურობდნენ და ერთ-ერთმა მხრიდან არ ჩამოიღო ფოტოაპარატი, ცუდად შებრუნდა და პირდაპირ ტაიგერ ვუდსს შეეჯახა, რომელმაც ამის გამო კბილი დაკარგა", - განაცხადა ვუდსის აგენტმა მარკ შტერნბერგმა.

ვუდსი კორტინა დ'ამპეცოში თავისი შეყვარებულის, ამერიკელი ლინდსი ვონის გამოსვლის სანახავად ჩავიდა. ლინდსიმ იმ ეტაპზე პირველი ადგილი დაიკავა და აბსოლუტური რეკორდსმენი გახდა ქალებს
შორის მსოფლიოს თასზე მოგებების რაოდენობით.

საინტერესოა, რომ თავად ეტაპის საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლა კოლიმ უარყო მომხდარი ფაქტი. "მე ვიყავი ერთ-ერთი იმათგანი, ვინც მას ყველგან დაჰყვებოდა - მსგავსი ინციდენტი არ ყოფილა", - განაცხადა სპორტულმა ფუნქციონერმა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული