სამთო თხილამურები. მსოფლიოს ჩემპიონატი: პირველი ოქრო ავსტრიაში

AutoSharing Option
ამერიკის კურორტ ბივერ კრიკში დაიწყო სეზონის მთავარი სტარტი - მსოფლიოს ჩემპიონატი. მედლების პირველი კომპლექტი ქალებმა გაითამაშეს სუპერგიგანტში.

პლანეტის პირველობა ამერიკელი ლინდსი ვონის საშინაო ტრასაზე ტარდება, შესაბამისად, მსოფლიოს თასის ეტაპებზე გამარჯვებების რაოდენობით რეკორდსმენი მთავარ ფავორიტად განიხილებოდა, თუმცა კონკურენტებიც ღირსეული ჰყავდა - ამ დისციპლინაში მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი, სლოვენიელი ტინა მაზე და სოჭის ოლიმპიური ჩემპიონი, ავსტრიელი ანა ფენინგერი.

ამ სამეულიდან პირველი ტრასაზე ვონი გავიდა და ლიდერობა მოიპოვა, მაგრამ მას 12 მეასედი წამით გაუსწრო მაზემ. სამი მოთხილამურის შემდეგ დადგა ფენინგერის ჯერი, რომელმაც მთელი დისტანცია
უშეცდომოდ გაიარა, ყველა საშუალედო ფინიშზე მოუგო სლოვენიელს და გამოსტაცა მას ოქროს მედალი - სხვაობამ მაზესთან 0.03 წამი შეადგინა.

ქალებს შემდეგი სტარტი ხვალ ექნებათ - სწრაფდაშვება და ვონი იქ შეეცდება ოქროს აღებას. ტრავმების გამო ამერიკელს 2009 წლის შემდეგ არ მოუგია არც ერთი დიდი სტარტი.

სუპერგიგანტი
ქალები
1. ანა ფენინგერი (ავსტრია) - 1:10.29; 2. ტინა მაზე (სლოვენ) - +0.03; 3. ლინდსი ვონი (აშშ) - +0.15; 4. კორნელია ჰიუტერი (ავსტრია) - +0.26; 5. ვიქტორია რებენსბურგი (გერ) - +0.78; 6. ტინა ვაირატერი (ლიხ) - +1.03; 7. ლარა გუტი (შვეიც) - +1.28; 8. კაისა კლინგი (შვედ) - +1.47; 9. ჯულია მანკუზო (აშშ) - +1.65; 10. ელენა კურტონი (იტა) - +1.68...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული