თხილამურებით სირბილი: მარიტ ბიორგენის მე-14 ოქრო

AutoSharing Option
შვედეთის ქალაქ ფალუნში მიმდინარეობს მსოფლიოს ჩემპიონატი სათხილამურო სახეობებში.

გუშინ ისტორიული შედეგი დააფიქსირა ნორვეგიელმა მოთხილამურემ, მარიტ ბიორგენმა. მან პარტნიორებთან ერთად მოიგო ქალთა ესტაფეტა, რითაც მსოფლიოს ჩემპიონატებზე მე-14 ოქროს მედალი მოიპოვა. ამ მაჩვენებლით ბიორგენი გაუთანაბრდა აქამდე აბსოლუტურ რეკორდსმენს, ელენა ვიალბეს, რომელსაც დღეს რუსეთის სათხილამურო სპორტის ფედერაციის პრეზიდენტის პოსტი უკავია.

ესტაფეტამდე ბიორგენმა ფალუნში ინდივიდუალური სპრინტი მოიგო და პირველი მოთხილამურე გახდა ისტორიაში, ვისაც მსოფლიოს ჩემპიონატებსა და ოლიმპიადებზე ჯამში 30 მედალი დაუგროვდა. ახლა კი 34 წლის ნორვეგიელის აქტივში 31 მედალია - აქედან 21 მსოფლიოს ჩემპიონატებზე
მოდის, 10 - ზამთრის ოლიმპიადებზე.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული