პირველი სკანდალი სოჭში: მარიტ ბიორგენს ოქროს ართმევენ?

AutoSharing Option
საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა, შესაძლოა, ოქროს მედალი ჩამოართვას ქალებს შორის 15-კილომეტრიან სკიატლონში გამარჯვებულს, ნორვეგიელ მარიტ ბიორგენს.

ოლიმპიადის დღეებში რეკლამის შესახებ სოკ-ის მკაცრი რეგლამენტის მიუხედავად, ბიორგენი შემჩნეულ იქნა ინტერნეტ-მაღაზია Ludo-ს სარეკლამო კამპანიაში. როგორც ნორვეგიული პრესა წერს, მოთხილამურის გამოსახულება სოციალურ ქსელებში გავრცელებულ რეკლამაში გამოიყენეს.

იმ შემთხვევაში, თუ მაღაზია არ შეწყვეტს ამ სარეკლამო კამპანიას, სპორტსმენმა შეიძლება დაკარგოს 8 თებერვალს მოპოვებული ოქროს მედალი.

"სპორტსმენს შეიძლება ჩამოართვან მედალი. იმედი გვაქვს, რომ ეს არ მოხდება და დაბეჯითებით ვთხოვთ კომპანიას, იფიქროს თავისი მოქმედებების შედეგზე. ისინი უნდა დაუკავშირდნენ საერთაშორისო
ოლიმპიურ კომიტეტს და მიიღონ შესაბამისი ინსტრუქციები.

იმედია, ეს სარეკლამო კამპანია შეწყდება, სანამ გვიან არ არის. თავად სპორტსმენმა უნდა იცოდეს, ვინ იყენებს მის სახელს სარეკლამო კამპანიებში, მაგრამ, პირველ რიგში, ბრალი თავად კომპანიაზეა", - განაცხადა საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის მარკეტინგული განყოფილების დირექტორმა გერჰარდ ჰაიბერგმა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული