კლუბი "ყაზბეგი" ტიროლის მხარეში

AutoSharing Option

დეკემბრის შუაში საუკეთესო ქართველმა სამთო მოთხილამურე იასონ აბრამიშვილმა იტალიურ მონტე სპიკოში 2 სლალომი მოიგო. სეზონის ასე კარგად დაწყების შემდეგ შესაბამის გაგრძელებას ველოდით, მაგრამ არც იასონი და არც საქართველოს ნაკრების სხვა წევრები არ ჩანდნენ საერთაშორისო ასპარეზზე, ერთადერთი გამონაკლისი ჯაბა გელაშვილია. ქართველთა ამ უცნაური გაქრობის შესახებ ინფორმაციის მისაღებად ავსტრიაში გერა აბრამიშვილს შევეხმიანეთ, რომელმაც რამდენიმე სიახლე გვამცნო.

დავიწყოთ იასონით, ის სამშობლოში იმყოფებოდა პირადი საკითხის გამო და ავსტრიაში მხოლოდ გუშინ გაფრინდა. ასე რომ, ჩვენი ნაკრების ლიდერის მომავალ წარმატებებზე წერა მალე მოგვიწევს. აი, მისი და

ნაკრების სხვა წევრების გზები გაიყო. ნაკრებს აღარაფერი აკავშირებს ავსტრიაში, ინსბრუკის მხარეში მდებარე სახლთან, სადაც ერთდროულად 10 სპორტსმენის მომზადება შეიძლება და სადაც ზამთარ-ზაფხულ თოვლია. ჩვენი გუნდის წევრები ამჟამად იტალიაში იმყოფებიან (ალექსი ბენიაიძე, კოტე ვახტანგიშვილი, ნინო წიკლაური). საქმის არსი შემდეგშია: ზაფხულში გერა აბრამიშვილმა და ფედერაციის ყოფილმა პრეზიდენტმა გოგი თოფაძემ დაარსეს სამთო-სათხილამურო კლუბი "ყაზბეგი", რომლის ბაზაც აღნიშნული სახლია ტიროლში. იქ სავსებით შესაძლებელია ნაკრებთა მომზადება და ამასწინათ "ყაზბეგის" მომსახურებით ჰოლანდიის ნაკრებმა ისარგებლა.

 

კლუბში ჩვენებურთაგან მხოლოდ იასონი და ჯაბა გელაშვილი (თუკი ახლომახლო იქნება) მოემზადებიან.

ზემოთ ვახსენეთ, რომ მხოლოდ 17 წლის ჯაბა გელაშვილი მონაწილეობდა შეჯიბრებებში. ჯაბამ ბოლო დროს ყველაზე წარმატებულად 15 იანვარს იასპარეზა - ავსტრიულ ჰოჩფიხტში ამ ქვეყნის ახალგაზრდულ პირველობაზე მე-8 ადგილი დაიკავა. თვის ბოლოს შვეიცარიის კურორტ კრანს მონტანაში მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატი იწყება და შესაძლოა ჯაბამ ძალები შვეიცარიაში მოსინჯოს.

 

 

 

 

.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული