![](https://sportall.ge/pictures/image31/8b60e2206e303f340d69d3482302b129.jpg)
იტალიელმა ივან ორიგონმა თავისი უფროსი ძმის, სიმონ ორიგონის რეკორდი 2,5 კმ/სთ-ით გააუმჯობესა. ივანის მიღწევა 254,958 კმ/სთ-ს შეადგენს.
ქალთა შორის მსოფლიო რეკორდი ასევე იტალიელ სპორტსმენს - ვალენტინა გრიჟიოს ეკუთვნის, რომელმაც დისტანციაზე მაქსიმალური სიჩქარე, 247,038 კმ/სთ დააფიქსირა და ამით შვედი სანა ტიდსტრენდის 10-წლიანი რეკორდი დაამხო.