პროგნოზისამებრ ლიჯეტი

AutoSharing Option

ამერიკელი ტედ ლიჯეტი წლევანდელ სეზონში დომინირებდა გიგანტური სლალომში, ამიტომაც გუშინ მისი გამარჯვება მსოფლიოს ჩემპიონატზე არავისთვის სიურპრიზი არ ყოფილა.

საბედნიეროდ, მამაკაცთა გიგანტური სლალომი უამინდობის გამო არ გადაუდიათ, მაგრამ გარკვეული პრობლემა მაინც შეიქმნა - ჩამოწოლილი ნისლის გამო ორგანიზატორებმა ტრასის სიგრძე შეამცირეს.

პირველი ცდის შემდეგ  ნორვეგიელი აქსელ ლუნდ სვინდალი ლიდერობდა. საერთოდ, პირველი დაშვება შვეიცარიის ნაკრების მწვრთნელმა მოაწყო და ეს გაცილებით მარტივად გააკეთა, ვიდრე საჭირო იყო. პრინციპში, სწორედ ამის წყალობით მოხვდნენ შვეიცარიელები - კარლო იანკა და დიდიე კუში პირველ ექვსეულში, ივიცა კოსტელიჩი კი მესამეზე.

თუნდაც სვინდალის ლიდერობაც ამით იყო განპირობებული. მეორე ცდა გაცილებით რთული აღმოჩნდა - ის ავსტრიელმა სპეციალისტებმა გამართეს და მართალია ბევრი არაფერი შეცვლილა, მაგრამ მცირე დეტალებმა იანკასა და კუშს უკან დაახევინა.

სამაგიეროდ, სერიოზულად მოუმატა ფრანგმა სიპრიენ რიშარმა, რომელმაც გუნდურ პირველობაში ოქრო მოუტანა საფრანგეთის ნაკრებს. რიშარმა მეორე ცდაზე მხოლოდ ბოდე მილერთან წააგო, რომელმაც მეორე ცდაზე საუკეთესო შედეგი აჩვენა და საბოლოოდ მე-12 ადგილი დაიკავა. ეს იმიტომ, რომ პირველ ცდაზე გიჟმაჟი ამერიკელი სადღაც ოქმის ბოლოში მოექცა. თავად რიშარმა კი ვერცხლის მედალი დაისაკუთრა.

პირველი ცდის შემდეგ მეორე იყო ავსტრიელი ფილიპ შერგჰოფერი, რომელმაც მსოფლიოს ჩემპიონატამდე ჰინტერშტოდერში გამართულ ეტაპზე პირველი ადგილი დაიკავა. იმ საკადრო პრობლემების გამო, რომელიც ავსტრიას გუშინდელი სტარტის წინ შეექმნა, შერგჰოფერის ბრინჯაომ ძალიან გაახარა ავსტრიელთა გერმანელი მწვრთნელი მატიას ბერჰოლდი.

რაც შეეხება ტედ ლიჯეტის, მართალია ის პირველი დაშვების შემდეგ მეოთხე იყო, მაგრამ სვინდალთან ძალიან ცოტას - 0.25 წამს აგებდა. მან იოლად შეამცირა ეს ჩამორჩენა და როგორც გითხარით, პროგნოზისამებრს ოქროს მედალი მოიგო. ივიცა კოსტელიჩს ორი სტარტის გამოტოვებამ და დასვენებამ არ უშველა - მსოფლიოს თასის მიმდინარე ლიდერი პირველი ცდის მესამე ადგილიდან მე-13 პოზიციაზე დაეშვა.

ჩემპიონატი ამ უქმეებზე ქალებსა და კაცებს შორის სპეციალური სლალომით დასრულდება.

გიგანტური სლალომი
კაცები
1. ტედ ლიჯეტი (აშშ) 2:10.56
2. სიპრიენ რიშარი (საფ) +0.08
3. ფილიპ შერგჰოფერი (ავსტრია) +0.43
4. აქსელ ლუნდ სვინდალი (ნორ) +0.49
5. ჩეტილ იანსრული (ნორ) +0.73
6. ტომას ფანარა (საფ) +0.76.

 

 

 

.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული