ჯაბა გელაშვილის მეექვსე ადგილი

AutoSharing Option
17 წლის ჯაბა გელაშვილმა ავსტრიასა და გერმანიაში, საერთაშორისო ტურნირებში იასპარეზა. ავსტრიულ გალშტერბერგში მან ორ გიგანტურ სლალომში 55-ე და 50-ე ადგილები დაიკავა.

უკეთ გამოვიდა გელაშვილი გერმანულ გოიტშენის პირველ სუპერგიგანტში, სადაც მე-6 ადგილი დაიკავა (თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ეს ახალგაზრდული ტურნირი იყო). მეორე სუპერგიგანტში ქართველმა 23-ე ადგილი იკმარა.

იტალიურ პასო ფურჩიაში ახალგაზრდულ ტურნირებში ალექსი ბენიაიძე, დიმიტრი გედევანიშვილი და ნინო წიკლაური წარუმატებლად გამოვიდნენ - ტრასა ვერ ჩაამთავრეს.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული