
უკეთ გამოვიდა გელაშვილი გერმანულ გოიტშენის პირველ სუპერგიგანტში, სადაც მე-6 ადგილი დაიკავა (თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ეს ახალგაზრდული ტურნირი იყო). მეორე სუპერგიგანტში ქართველმა 23-ე ადგილი იკმარა.
იტალიურ პასო ფურჩიაში ახალგაზრდულ ტურნირებში ალექსი ბენიაიძე, დიმიტრი გედევანიშვილი და ნინო წიკლაური წარუმატებლად გამოვიდნენ - ტრასა ვერ ჩაამთავრეს.