ტრამპლინიდან ხტომა: ფრენა 250 მეტრზე!

AutoSharing Option
სლოვენიელმა ტრამპლინიდან მხტომელმა პეტერ პრევცმა მსოფლიოს ახალი რეკორდი დაამყარა ტრამპლინიდან ნახტომის სიგრძის მიხედვით.

ნორვეგიის ვიკერსუნდში გამართულ მსოფლიოს თასის ეტაპზე სლოვენიელმა მეორე ცდაზე 250 მეტრი სიგრძის ნახტომი შეასრულა. წინა რეკორდი ამავე ტრამპლინზე 2011 წელს ნორვეგიელმა იუჰან რემენ ევენსენმა დაამყარა. მისი ნახტომის სიგრძე 246.5 მეტრს უდრიდა.

ორი ცდის ჯამში პრევცმა 438.8 ქულა დააგროვა და პირველი ადგილი დაიკავა. მეორე იყო ნორვეგიელი ანდერს ფანემელი (424.3), მესამე - იაპონელი ნორიაკი კასაი (395.7).

22 წლის პრევცი 2009 წლიდან გამოდის მსოფლიოს თასის ეტაპებზე. 2014 წელს, სოჭის ოლიმპიადაზე
მან ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლები მოიპოვა საშუალო და გრძელ ტრამპლინებზე.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული