გუნდის მეორე მეკარემ, გერმანელმა ფილიპ გრუბაუერმა 38 დარტყმა მოიგერია და მიმდინარე სეზონში მესამე "შათაუტი" შეასრულა. "ვაშინგტონს" 78 ქულა აქვს და რეგულარული ჩემპიონატის ლიდერია.
* * *
მეკარე ჰენრიკ ლუნდკვისტის 29 მოგერიებამ და ფორვარდ მიხაელ გრაბნერის ორმა ქულამ "რეინჯერსს" შინ "კალგარის" დამარცხების საშუალება მისცა. არადა, ამ მატჩამდე "ფლეიმზს" სამმატჩიანი მოგებათა სერია ჰქონდა.
"რეინჯერსის" გამარჯვებამ დაადასტურა ნიუიორკელთა კარგი სტატისტიკა დასავლეთი კონფერენციის გუნდების
* * *
"მონრეალისა" და "ედმონტონის" შეხვედრა მეკარეების დუელად გადაიქცა. "ოილერზი" უფრო აქტიური იყო და "კანადიენსის" მეკარეს ელ მონტოიას 32 დარტყმის მოგერიება მოუწია. უფრო ნაკლები სამუშაო ჰქონდა "ოილერზის" მეკარეს კემ ტელბოს - 22 სეივი. საბოლოოდ, ძირითადი დრო და ოვერტაიმი უგოლოდ დასრულდა და "ედმონტონმა" სამმატჩიანი წაგებათა სერია ლეონ დრაიზაიტლის ერთადერთი ზუსტი სამქულიანით შეწყვიტა.
ვაშინგტონი-ლოს ანჯელესი 5:0
2:0, 2:0, 1:0
გოლები: 1:0 ელერი-9 (კონოლი-4), 2:0 მ. იოჰანსონი-16 (კუზნეცოვი-31, ორპიკი-12), 3:0 კონოლი-10 (ტ. უილსონი-9, ელზნერი-7), 4:0 ოში-20 (ბექსტრიომი-38, ოვეჩკინი-23), 5:0 ჯასტინ უილიამსი-18 (მ. იოჰანსონი-18).
მონრეალი-ედმონტონი 0:1 (ბ)
0:0, 0:0, 0:0, 0:0, 0:1
ბულიტები გაიტანეს: დრაიზაიტლი (ედმონტონი).
რეინჯერსი-კალგარი 4:3
1:1, 0:0, 3:2
გოლები: 0:1 დ. ჰემილტონი-8 (ბეკლუნდი-21, ტკაჩაკი-23), 1:1 რიკ ნეში-15 (სტეპანი-27, მაკდონაჰი-28), 2:1 გრაბნერი-23 (სკეი-20, ჯ-ტ. მილერი-23), 2:2 ბროუერი-9 (გოდრო-24, მონეჰანი-16), 3:2 კრაიდერი-21 (ზიბანეჯადი-13, ჟირარდი-7), 4:2 ფასტი-4 (ჯ-ტ. მილერი-24, გრაბნერი-9), 4:3 ტკაჩაკი-10 (ბეკლუნდი-22).
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"