ჰოკეი. ჩემპიონთა ლიგა: ტყუპისცალი ლუნდკვისტი და ისევ ფრიოლუნდა

AutoSharing Option
დასრულდა ჰოკეის ჩემპიონთა ლიგის გათამაშება, რომელშიც კვლავაც არ გამოდიან რუსული კლუბები. ფინალში ერთმანეთს შეხვდნენ მოქმედი ჩემპიონი, შვედეთის "ფრიოლუნდა" და ჩეხეთის "სპარტა".

ფინალამდე შვედური კლუბის გზა საკმაოდ იოლი აღმოჩნდა. პლეი ოფში "ფრიოლუნდა" გაუსწორდა ბელარუსის "იუნოსტს" (ორი მატჩის ჯამში - 7:3), გერმანიის "აისბარენს" (10:2), შვედეთის "ლინჩოპინგს" (9:2) და შვეიცარიის "ფრიბურგს" (9:2).

"სპარტამ" უფრო რთულად მიაღწია ფინალამდე: მოუგო ფინეთის "ოულუს" (2:1), შვედეთის ჰვ71-ს (7:4), შვეიცარიის "ბერნს" (5:2) და შვედეთის "ვექსიოს" (6:1).

ფინალის პირველი პერიოდი შედეგიანი აღმოჩნდა - გუნდებმა ორ-ორი შაიბა გაცვალეს, ამასთან, "სპარტამ"
ერთი გოლი რიცხობრივ უმცირესობაში გაიტანა. ამის შემდეგ, მეორე პერიოდი "ფრიოლუნდამ" მოიგო, მაგრამ, მესამეში "სპარტამ" შეძლო თამაშის ოვერტაიმში გადაყვანა. თამაშის ბედი დამატებითი დროის მეორე წუთზე შვედების სასარგებლოდ გადაწყდა.

ტურნირის MVP გახდა "ფრიოლუნდას" 34 წლის ფორვარდი იუელ ლუნდკვისტი. "ნიუ იორკ რეინჯერსის" ცნობილი მეკარის ჰენრიკ ლუნდკვისტის ტყუპმა ძმამ 13 მატჩში 14 ქულა დააგროვა და ერთი გოლი ფინალშიც გაიტანა. მას მთელი კარიერა "ფრიოლუნდაში" აქვს გატარებული. გამონაკლისია მხოლოდ "დალას სტარზის" რიგებში სამი სეზონი.

ფრიოლუნდა-სპარტა 4:3
2:2, 1:0, 0:1, 1:0
გოლები: 0:1 კინგელი, 1:1 ველმანი, 1:2 ვრანა, 2:2 ლუნდკვისტი, 3:2 ველმანი, 3:3 კლიმეკი, 4:3 ლასუ.

NHL. რეგულარული ჩემპიონატი
ბაფალო-სან ხოსე 5:4 (ო)
1:2, 0:1, 3:1, 1:0
გოლები: 1:0 მოულსონი-11 (ბ. ჯონტა-14, ენისი-4), 1:1 ჯ. უორდი-6 (ბერნსი-34, პ. მარტინი-14), 1:2 კუტური-19 (ბოდკერი-13, ვლასიკი-15), 1:3 მ. კარლსონი-7 (სორენსენი-1, ჰელი-7), 1:4 პაველსკი-18 (ბერნსი-35, მარლო-12), 2:4 რ. ო'რაილი-11 (აიკელი-12, რისტოლაინენი-27), 3:4 ე. კეინი-15 (ფრანსონი-13, ბ. ჯონტა-15), 4:4 ოკსოპო-17 (რაინჰარტი-21, რ. ო'რაილი-22), 5:4 ე. კეინი-16 (აიკელი-13).

რეინჯერსი-ანაჰაიმი 4:1
1:0, 1:1, 2:0
გოლები: 1:0 ლინდბერგი-2 (ბუჩნევიჩი-9, მ. სტაალი-4), 2:0 ცუკარელო-11 (კრაიდერი-17, სკეი-21), 2:1 სილფვერბერგი-16 (კოლიანო-13), 3:1 გრაბნერი-24 (ჯ-ტ. მილერი-25, სკეი-22), 4:1 გრაბნერი-25 (ჯ-ტ. მილერი-26, ჰეისი-23).

პიტსბურგი-კალგარი 2:3 (ბ)
0:0, 2:2, 0:0, 0:0, 0:1
გოლები: 0:1 ფერლანდი-8, 0:2 ფროლიკი-13 (ტკაჩაკი-24, ბეკლუნდი-23), 1:2 კუნიტცი-7 (კროსბი-30, ლეტანგი-22), 2:2 გიუნტცელი-5 (ი. კოული-15).
ბულიტები გაიტანეს: ვერსტიგი (კალგარი).

ვაშინგტონი-კაროლინა 5:0
2:0, 0:0, 3:0
გოლები: 1:0 ოვეჩკინი-26 (ნისკანენი-26, ბექსტრიომი-39), 2:0 კონოლი-11 (ბურაკოვსკი-18, ჯ. კარლსონი-21), 3:0 ელერი-10 (კონოლი-5, შმიდტი-13), 4:0 კუზნეცოვი-12 (მ. იოჰანსონი-19, ჯასტინ უილიამსი-13), 5:0 მ. იოჰანსონი-17 (ოვეჩკინი-24, ნისკანენი-27).

დეტროიტი-კოლამბუსი 2:3 (ო)
1:2, 1:0, 0:0, 0:1
გოლები: 1:0 იენსენი-2 (ლარკინი-7, შიჰენი-8), 1:1 დუბინსკი-7 (ჯენერი-9), 1:2 ატკინსონი-26 (დუბინსკი-17, ჯ. ჯონსონი-14), 2:2 ვანეკი-13 (აბდელკადერი-8, მაიკ გრინი-16), 2:3 ს. ჯონსი-10 (დუბინსკი-18).

ოტავა-სტ. ლუისი 0:6
0:0, 0:2, 0:4
გოლები: 0:1 პააიარვი-2 (შატენკირკი-26), 0:2 ტარასენკო-24 (შჩასტნი-19, პერონი-18), 0:3 ბერგლუნდი-13 (აგოსტინო-1, პერონი-19), 0:4 სტინი-11 (შჩასტნი-20), 0:5 ტარასენკო-25 (სტინი-26, პარაიკო-23), 0:6 ბარბაშევი-1.

ტამპა ბეი-ლოს ანჯელესი 5:0
1:0, 3:0, 1:0
გოლები: 1:0 დრუენი-16, 2:0 კუჩეროვი-20 (ნამესტკინოვი-13, სასტრი-6), 3:0 დუმონი-1 (ჯ-ტ. ბრაუნი-3, ჰედმანი-35), 4:0 კუჩეროვი-21 (ნამესტკინოვი-14, ვიტკოვსკი-3), 5:0 ქობურნი-2 (დრუენი-18, ვერმენი-3).

ტორონტო-დალასი 3:1
1:0, 1:0, 1:1
გოლები: 1:0 გარდინერი-7 (მარნერი-32, ბოზაკი-22), 2:0 მეტიუსი-25 (გარდინერი-18), 3:0 სეგუინი-20 (იკინი-5), 4:0 ზაიცევი-2 (კადრი-19, რაილი-19).

ნეშვილი-ვანკუვერი 4:2
2:1, 0:0, 2:1
გოლები: 0:1 მარკუს გრანლუნდი-13, 1:1 ვ. ანდერსონი-14 (კ. უილსონი-14, იარნკროკი-9), 2:1 იარნკროკი-9 (არვიდსონი-20, იოსი-18), 3:1 ფორსბერგი-16 (იოჰანსენი-30, იოსი-19), 3:2 ედლერი-2 (ჰორვატი-19, ჰატონი-8), 4:2 ფიშერი-13.

ვინიპეგი-მინესოტა 2:4
0:2, 2:1, 0:1
გოლები: 0:1 ნიდერაიტერი-16 (კოილი-26, პომინვილი-20), 0:2 პომინვილი-9 (კოილი-27), 0:3 პომინვილი-10 (კოილი-28), 1:3 ლიტლი-15 (ტროუბა-18, არმია-5), 2:3 არმია-4 (მატიასი-3, ლაური-7), 2:4 ნიდერაიტერი-17 (პომინვილი-21, სკანდელა-4).

კოლორადო-მონრეალი 4:0
2:0, 1:0, 1:0
გოლები: 1:0 რანტანენი-9 (მაკინონი-23, ლანდესკოგი-10), 2:0 მარტინსენი-3 (ბოშემენი-11, პიკარი-1), 3:0 რანტანენი-10 (ბარბერიო-5, ლანდესკოგი-11), 4:0 რანტანენი-11 (მაკინონი-24, ბარბერიო-6).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული