ჰოკეი. NHL. რეგულარული ჩემპიონატი: როგორც 40 წლის წინ

AutoSharing Option
ზედიზედ 10 მოგება - ასეთი შთამბეჭდავი სერია "კალგარის" 40 წელია არ ჰქონია. ამჯერად, "ფლეიმზმა" მოქმედი ჩემპიონი "პიტსბურგი" დაამარცხა ბულიტების სერიაში. მასპინძლებს შეეძლოთ უფრო ადრეც მოეგოთ, მაგრამ სიდნი კროსბიმ ძირითადი დროის დასრულებამდე სამი წუთით ადრე გაათანაბრა ანგარიში.

საქმე ბულიტებამდე მივიდა და კროსბიმ, მალკინმა და კესელმა ვერაფერი მოუხერხეს "კალგარის" მეკარე ბრაიან ელიოტს.

* * *
"კოლამბუსი" ისევ ჩაება აღმოსავლეთ კონფერენციაში ლიდერობისთის ბრძოლაში. ამ გუნდმა სტუმრად დაამარცხა "ფილადელფია" და ორი საკლუბო რეკორდი დაამყარა - რეგულარულ ჩემპიონატში მოგებებისა (44) და ქულების (94) რაოდენობით.

* * *
"ბოსტონის" ფორვარდმა ბრედ მარშანმა კარიერაში მეორე ჰეთ-თრიკი შეასრულა, რაც მის გუნდს "ვანკუვერის" დამარცხებაში დაეხმარა. სამი გოლის წყალობით, მარშანი სნაიპერთა დავაში კროსბის დაეწია - მათ 35-35 გოლი აქვთ გატანილი და ორი შაიბით უსწრებენ უახლოეს მდევართა ჯგუფს.

* * *
65 მატჩში მხოლოდ ორი გოლი - ასეთი იყო მიმდინარე სეზონში გუშინდელ დღემდე "კაროლინას" ახალგაზრდა ფორვარდის ჯეიკობ სლავინის მონაგარი. თუმცა, ბრუკლინში გამართული შეხვედრა ბენეფისი აღმოჩნდა 22 წლის მცველისთვის. სლავინმა პირველი ჰეთ-თრიკი შეასრულა და თავის გუნდს პლეი ოფის საგზურისთვის ბრძოლის შანსი დაუტოვა.

კვირის სამი ვარსკვლავი
ჰოკეის ეროვნულმა ლიგამ გასული კვირის სამი საუკეთესო მოთამაშე დაასახელა.

პირველი ვარსკვლავის სტატუსი მოიპოვა "სან ხოსე შარქსის" ფორვარდმა ჯო პაველსკიმ. მან ოთხ მატჩში ხუთი გოლი გაიტანა და სულ ექვსი ქულა დააგროვა.

მეორე ვარსკვლავი გახდა "ანაჰაიმის" მეკარე ჯონათან ბერნიე. მან თავის გუნდს სამიდან სამი მატჩი მოაგებინა, საშუალოდ 1.62 შაიბა გაუშვა და მეტოქეთა დარტყმების 94.8 პროცენტი მოიგერია. ბერნიემ საუკეთესო მატჩი "ჩიკაგოს" (1:0) წინააღმდეგ ჩაატარა, როცა 43 დარტყმა მოიგერია და კარიერაში მე-14 შათაუტი შეასრულა.

კვირის მესამე ვარსკვლავად დასახელდა "ოტავას" მცველი ერიკ კარლსონი. მან ოთხ მატჩში 6 ქულა (2+4) დააგროვა და დაეხმარა თავის გუნდს მოგებათა სერიის ექვსამდე გაგრძელებაში. 26 წლის შვედი საუკეთესო ბომბარდირის მცველებს შორის - 67 მატჩში 63 ქულა (13+50) აქვს.

რეინჯერსი-ტამპა ბეი 2:3
1:1, 1:1, 0:1
გოლები: 1:0 კამპფერი-1 (ცუკარელო-36, კრაიდერი-22), 1:1 პოინტი-10 (კუჩეროვი-37, დრუენი-26), 1:2 დუმონი-2 (გარისონი-8), 2:2 გრაბნერი-27, 2:3 პოინტი-11 (პალატი-21, კუჩეროვი-38).

ფილადელფია-კოლამბუსი 3:5
1:2, 2:1, 0:2
გოლები: 0:1 განიე-18 (ჯენერი-12, ბიორკსტრანდი-5), 0:2 ატკინსონი-31 (ვერენსკი-33), 1:2 კონეკნი-9 (გოსტისბეერი-24, კუტურიე-11), 2:2 ბ. შენი-20 (ჟირუ-36), 3:2 კონეკნი-10 (რიდი-8, გულასი-15), 3:3 ვერენსკი-10 (ს. ჯონსი-28, კალვერტი-3), 3:4 დუბინსკი-10 (საადი-27, ს. ჯონსი-29), 3:5 ატკინსონი-32 (საადი-28).

აილენდერსი-კაროლინა 4:8
2:2, 2:4, 0:2
გოლები: 1:0 სტროუმი-13 (ე. ლედი-8, ჰიკი-15), 1:1 სლავინი-3 (ლინდჰოლმი-28, რასკი-25), 1:2 ნორდსტრიომი-4 (სტემპნიაკი-18, სლავინი-23), 2:2 ს. ჯონტა-1 (კლატერბეკი-14, კულემინი-9), 3:2 დე ჰაანი-5 (ჰო-სანგი-2, ჰიკი-16), 3:3 ფოლკი-13 (ჯ. სტაალი-24, ჰანიფინი-16), 3:4 სკინერი-22 (ლინდჰოლმი-29, ტენისონი-5), 3:5 ფოლკი-14 (ჰანიფინი-17, დ. რაიანი-11), 3:6 სლავინი-4, 4:6 ჰო-სანგი-2 (ბოვიე-10), 4:7 სკინერი-23 (ბულიტი), 4:8 სლავინი-5 (ტერავაინენი-21, ჯ. სტაალი-25).

ნეშვილი-ვინიპეგი 5:4 (ო)
2:2, 1:2, 1:0, 1:0
გოლები: 0:1 ველერი-21 (შაიფლი-41, ლოური-11), 0:2 ბაფლინი-11 (ელერსი-33, ლიტლი-17), 1:2 ო. უოტსონი-5 (ბიტეტო-4), 2:2 ფიშერი-17 (კ. სმიტი-9, იოზი-30), 3:2 ფორსბერგი-28 (რ. იოჰანსენი-42, არვიდსონი-25), 3:3 ლაინე-33 (ელერსი-34, ლიტლი-18), 3:4 არმია-8 (მორისეი-14, პოსტმა-13), 4:4 რ. იოჰანსენი-12 (ფორსბერგი-25, არვიდსონი-26), 5:4 ჯ. ნილი-20 (იოზი-31, საბენი-27).

კალგარი-პიტსბურგი 4:3 (ბ)
1:2, 1:0, 1:1, 0:0, 1:0
გოლები: 0:1 შირი-20 (გიუნტცელი-10, კროსბი-39), 1:1 ენგელანდი-4 (ჩიასონი-9, სტაიანი-16), 2:1 მალკინი-33 (კუნიტცი-19, კესელი-40), 2:2 ვიდემანი-4 (ვერსტიგი-14, ბენეტი-12), 3:2 გოდრო-15 (ვერსტიგი-15), 3:3 კროსბი-35 (შირი-23, გიუნტცელი-11).
ბულიტები გაიტანეს: ვერსტიგი (კალგარი).

ლოს ანჯელესი-სტ. ლუისი 1:3
0:0, 0:1, 1:2
გოლები: 0:1 პერონი-14 (სტინი-30), 0:2 პააიარვი-5 (ბერგლუნდი-9, პიეტრანჯელო-26), 1:2 დ. ბრაუნი-11 (დაუტი-30, ტოფოლი-15), 1:3 სტინი-14 (პიეტრანჯელო-27).

ვანკუვერი-ბოსტონი 3:6
2:1, 1:1, 0:4
გოლები: 0:1 ბეკსი-14 (ბერჟერონი-28, მარშანი-39), 1:1 მარკუს გრანლუნდი-18 (დ. სედინი-24, ჰ. სედინი-28), 2:1 დ. სედინი-25, ჰ. სედინი-29), 2:2 ხარა-7 (დ. მური-10), 3:2 ედლერი-4 (შორი-1, ბ. სატერი-14), 3:3 მარშანი-33 (პასტრნაკი-31, კრუგი-39), 3:4 მარშანი-34, 3:5 კრეიჩი-19 (პასტრნაკი-32, ვატრანო-8), 3:6 მარშანი-35 (ბერჟერონი-29, ბეკსი-19).

არიზონა-კოლორადო 1:0
0:0, 1:0, 0:0
გოლები: 1:0 პერლინი-13 (ჰოლანდი-7, რიდერი-17).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული