საქართველოს ჰოკეისტთა ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის III დივიზიონში ასპარეზობს

AutoSharing Option
საქართველოს ყინულის ჰოკეის ეროვნული ნაკრები ბულგარეთში მსოფლიოს ჩემპიონატის III დივიზიონში ასპარეზობს. ტურნირის მასპინძელი ბულგარეთია - ჩვენმა გუნდმა შეჯიბრება გამარჯვებითა და მარცხით დაიწყო.

ასპარეზობის პირველ დღეს საქართველოს ნაკრებმა სამხრეთი აფრიკა 6:5 დაამარცხა.

მეორე მატჩში ჩვენი გუნდი ლუქსემბურგს შეხვდა, მაგრამ 4:6 დამარცხდა.

13 აპრილს ჩვენი გუნდი ჯგუფში ბოლო მატჩს გამართავს და თუ არაბთა გაერთიანებული საემიროების ნაკრებს დიდი ანგარიშით მოუგებს, 1/2-ფინალში გასვლის შანსს შეინარჩუნებს.

იმისთვის, რომ ნაკრები II დივიზიონში გადავიდეს, ტურნირის მოგებაა საჭირო.
მკითხველის კომენტარები / 3 /
მოედანზე არიან ქართველი ჰოკეისტები:შვეცოვი,შალუნოვი,ოგანესიანი, ფილიმონოვი, კოსუილინი და სხვა. :)))
კახა ქირია-ს
13 აპრილი 2017 14:40
0
არ შეიძლება ცოტა ვრცლად დაიწეროს ჩვენს ნაკრებზე, ვინ არიან, მწვრთნელი ვინაა სად თამაშობენ და ა.შ.საერთოდ ჩემპიონატი ტარდება, თუ ტარდება სად ტარდება
კახა ქირია
13 აპრილი 2017 00:01
0
ხვალ, 14სთ-ზეა თამაში! ლუქსემბურგი თუ დაამარცხებს სამ.აფრიკას(რაც პროგნოზირებადია), მაშინ, ნებისმიერი ანგარიშით მოგება გვაწყობს.საემიროებს, 17-0 და 8-0 აქვთ წაგებული!ასე რომ, მეორე ადგილით, მასპინძელ, ბულგარეთზე გავდივართ ნახევარფინალში! წარმატებები ბიჭებს! (სტრიმიც დაიდო)....
მიშა63
12 აპრილი 2017 18:28
0

სიახლეები პოპულარული