საქართველოს ჰოკეისტთა ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის III დივიზიონში ასპარეზობს

AutoSharing Option
საქართველოს ყინულის ჰოკეის ეროვნული ნაკრები ბულგარეთში მსოფლიოს ჩემპიონატის III დივიზიონში ასპარეზობს. ტურნირის მასპინძელი ბულგარეთია - ჩვენმა გუნდმა შეჯიბრება გამარჯვებითა და მარცხით დაიწყო.

ასპარეზობის პირველ დღეს საქართველოს ნაკრებმა სამხრეთი აფრიკა 6:5 დაამარცხა.

მეორე მატჩში ჩვენი გუნდი ლუქსემბურგს შეხვდა, მაგრამ 4:6 დამარცხდა.

13 აპრილს ჩვენი გუნდი ჯგუფში ბოლო მატჩს გამართავს და თუ არაბთა გაერთიანებული საემიროების ნაკრებს დიდი ანგარიშით მოუგებს, 1/2-ფინალში გასვლის შანსს შეინარჩუნებს.

იმისთვის, რომ ნაკრები II დივიზიონში გადავიდეს, ტურნირის მოგებაა საჭირო.
მკითხველის კომენტარები / 3 /
მოედანზე არიან ქართველი ჰოკეისტები:შვეცოვი,შალუნოვი,ოგანესიანი, ფილიმონოვი, კოსუილინი და სხვა. :)))
კახა ქირია-ს
14:40 13-04-2017
0
არ შეიძლება ცოტა ვრცლად დაიწეროს ჩვენს ნაკრებზე, ვინ არიან, მწვრთნელი ვინაა სად თამაშობენ და ა.შ.საერთოდ ჩემპიონატი ტარდება, თუ ტარდება სად ტარდება
კახა ქირია
00:01 13-04-2017
0

სიახლეები პოპულარული