საქართველოს ნაკრები B ჯგუფში მეორე ადგილზე გავიდა მას მერე, რაც 6:5 მოუგო სამხრეთ აფრიკის ნაკრებს, 4:6 დამარცხდა ლუქსემბურგთან და ისტორიაში რეკორდული ანგარიშით დაჯაბნა არაბთა გაერთიანებული საემიროების გუნდი - 19:0.
ბულგარეთის ნაკრები A ჯგუფის გამარჯვებულია. მან ტაივანი და ჰონკონგი დაამარცხა, ხოლო ბოსნიასთან გამარჯვება ჩაეთვალა. მეორე ნახევარფინალურ წყვილს ლუქსემბურგისა და ჰონკონგის ნაკრებები შეადგენენ.
შეგახსენებთ, რომ II დივიზიონის საგზურს მხოლოდ დივიზიონის გამარჯვებული