ნახევარფინალში ჩვენი ჰოკეისტები მასპინძელ ბულგარეთს შეხვდნენ და 3:9 დამარცხდნენ. მეორე ნახევარფინალურ წყვილში ლუქსემბურგის ნაკრებმა ჰონკონგი გაანადგურა - 8:1.
მესამე ადგილისთვის მატჩში საქართველოს ნაკრებმა ჰონკონგს 14:3 მოუგო და ტურნირის ბრინჯაოს მედლები მოიპოვა.
ფინალში სენსაცია ვიხილეთ, მასპინძელი ბულგარეთი ლუქსემბურგთან 4:10 დამარცხდა და II დივიზიონის საგზური ჯუჯა სახელმწიფოს ნაკრებმა მოიპოვა.
გაისად საქართველოს ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატზე კვლავ III დივიზიონში იასპარეზებს.