ყინულის ჰოკეი: საქართველოს ბრინჯაო, მაგრამ შეუსრულებელი მისია

AutoSharing Option
ბულგარეთში დასრულდა ყინულის ჰოკეის მსოფლიო პირველობა III დივიზიონში. საქართველოს ჰოკეისტთა ნაკრებმა მესამე ადგილი დაიკავა, თუმცა II დივიზიონის საგზური მხოლოდ ტურნირის გამარჯვებულს დარჩა.

ნახევარფინალში ჩვენი ჰოკეისტები მასპინძელ ბულგარეთს შეხვდნენ და 3:9 დამარცხდნენ. მეორე ნახევარფინალურ წყვილში ლუქსემბურგის ნაკრებმა ჰონკონგი გაანადგურა - 8:1.

მესამე ადგილისთვის მატჩში საქართველოს ნაკრებმა ჰონკონგს 14:3 მოუგო და ტურნირის ბრინჯაოს მედლები მოიპოვა.

ფინალში სენსაცია ვიხილეთ, მასპინძელი ბულგარეთი ლუქსემბურგთან 4:10 დამარცხდა და II დივიზიონის საგზური ჯუჯა სახელმწიფოს ნაკრებმა მოიპოვა.

გაისად საქართველოს ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატზე კვლავ III დივიზიონში იასპარეზებს.
მკითხველის კომენტარები / 6 /
მე ვამაყობ ჩვენი ნაკრებით. მადლობთ ბიჭებო. ტრანსლაციებსაც უყურე. უტვინოების კომენტარიებზე კი ნუ ჯავრდებით.
მოსკოველი
18 აპრილი 2017 13:12
0
ვაი ნჰვენს პატრონს, რასჰია პულს რომ ვხარჯავტ. სპორტის მინისტრო რასჰი ხარჯავ პულს? ტუმცა სჰენ რა გენაგვლება ის პული სჰენი ჯიბიდან ხომ არ იხარჯება.
vaxo
18 აპრილი 2017 06:33
7
ქართველი რომ ჰოკეის თამაშს დაიწყებს იმას ქართველობა უნდა ჩამოართვა.
zviadi
18 აპრილი 2017 02:29
4
ამათმა 33-0 ვისთან წააგეს ამასწინათ და არ მეგონა კიდე თუ თამაშობდნენ
ako
18 აპრილი 2017 01:40
4
პირადად მე ვფიქრობ რომ ეს სპორტი ცხენს გენიალური არ არის და არც უნდა გვქონდეს რაიმე ამბიცია მიტ უფრო როდესაც გუნდის 80 პროცენტი სახვა ეროვნებას წარმოადგენს ეს ცემი აზრია
Me
17 აპრილი 2017 23:40
3
პრინციპში რა წარმატებაზეა საუბარი, როცა ნაკრებში ნატურალისირებული რუსები მოსკოვის რაიონის ახალგაზრდულ ჩემპიონატს არ გასცილებულან :)
hm
17 აპრილი 2017 22:28
3

სიახლეები პოპულარული