რაც მთავარია, თავად ვაშინგტონელები აღიარებდნენ, რომ ეს მარცხი ლოგიკური იყო იმის მიუხედავად, რომ თამაშის მსვლელობისას, დედაქალაქელები ორჯერ იგებდნენ ორი შაიბის სხვაობით - 2:0 და 3:1. სხვათა შორის, 3:1-ზე "ვაშინგტონს" მთელი ორი წუთის განმავლობაში ორით მეტი მოთამაშე ჰყავდა მოედანზე და ეს უპირატესობა ვერ გამოიყენა.
ამასობაში, "ტორონტომ" მოიპოვა ინიციატივა და გამოცდილი კადრისა და ახალბედა ნიულანდერის მონდომებით გაათანაბრა ანგარიში.
მესამე
* * *
კიდევ უფრო უარეს დღეშია დასავლეთი კონფერენციის ჩემპიონი "ჩიკაგო". შინ ზედიზედ ორი "მშრალი" წაგების შემდეგ, "ბლეკჰოქსმა", როგორც იქნა, შეძლო "ნეშვილის" მეკარის პეკა რინეს კარის აღება, თანაც ეს ორჯერ გააკეთა და 2:0 დაწინაურდა, მაგრამ უპირატესობის შენარჩუნება ვერ შეძლო. სტუმრებმა ფილიპ ფორსბერგის დუბლით გაათანაბრეს ანგარიში, ოვერტაიმის დასრულებამდე სამი წუთით ადრე, ფიალამ უფსკრულის წინაშე დააყენა პლეი ოფის ერთ-ერთი ფავორიტი - 0:3 სერიაში.
* * *
პირველი მატჩის წაგების შემდეგ, "ოტავამ" ინიციატივა მოიპოვა "ბოსტონთან" სერიაში. მესამე შეხვედრაში კანადელებს სამშაიბიანი უპირატესობა ჰქონდათ, მაგრამ მოულოდნელად იოლად დაფლანგეს ის, როცა მეტოქეს 42 წამის ინტერვალით ორი გოლი გაატანინეს.
"ბოსტონმა" შეხვედრა ოვერტაიმში გადაიყვანა, მაგრამ სასწაულებრივი გადარჩენა მოგებით ვერ დაასრულა. ყველაფერი გადაწყვიტა მეტოქის გამოცდილმა ფორვარდმა ბობი რაიანმა, რომელმაც რიცხობრივი უპირატესობა გამოიყენა.
* * *
პლეი ოფში თამაშის მხრივ უფრო გამოცდილ "ანაჰაიმს" ლოგიკურ დასასრულამდე მიჰყავს სერია "კალგარის" ახალგაზრდული გუნდის წინააღმდეგ. თუმცა, კანადური კლუბი უბრძოლველად არ ნებდება.
სერიის მესამე მატჩში "კალგარი" 4:1-ს იგებდა მეორე პერიოდის ბოლოს, მაგრამ ვერ შეინარჩუნა უპირატესობა, რაც სწორედ გამოუცდელობის ბრალი იყო. "იხვები" დაეწივნენ მეტოქეს და თამაში ოვერტაიმში გადაიყვანეს, სადაც კალიფორნიელებს მოგება კორი პერის დარტყმამ მოუტანა.
აღმოსავლეთი
ტორონტო-ვაშინგტონი 4:3 (ო)
1:2, 2:1, 0:0, 1:0
გოლები: 0:1 ბექსტრიომი-2 (ნ. შმიდტი-1, ოში-3), 0:2 ოვეჩკინი-2 (ბექსტრიომი-1, ოში-4), 1:2 მეტიუსი-1 (რაილი-1), 1:3 კუზნეცოვი-1 (მ. იოჰანსონი-2, ჯასტინ უილიამსი-2), 2:3 კადრი-1 (კომაროვი-1), 3:3 ნიულანდერი-1 (მეტიუსი-1, ჰიმანი-1), 4:3 ბოზაკი-1 (კადრი-1, რაილი-2).
სერია: 2-1
ბოსტონი-ოტავა 3:4 (ო)
0:2, 3:1, 0:0, 0:1
გოლები: 0:1 მ. ჰოფმანი-1 (ე. კარლსონი-3, ზ. სმიტი-1), 0:2 ბრასარი-2 (ბ. რაიანი-2, სტალბერგი-1), 0:3 მ. ჰოფმანი-2 (ვიდემანი-1, ბრასარი-2), 1:3 ასიარი-1 (ლაილსი-1, რაილი ნეში-2), 2:3 ბეკსი-1 (ლაილსი-2, კროსი-1), 3:3 პასტრნაკი-1 (მაკევოი-1, სპუნერი-2), 3:4 ბ. რაიანი-2 (ტარისი-1, ე. კარლსონი-4).
სერია: 1-2
დასავლეთი
ნეშვილი-ჩიკაგო 3:2 (ო)
0:0, 0:2, 2:0, 1:0
გოლები: 0:1 რასმუსენი-1 (კრიუგერი-1, პანიკი-1), 0:2 პ. კეინი-1 (კიტი-1, ტეივზი-1), 1:2 ფორსბერგი-1 (არვიდსონი-1), 2:2 ფორსბერგი-2 (რ. ელისი-1, რ. იოჰანსენი-4), 3:2
სერია: 3-0
კალგარი-ანაჰაიმი 4:5 (ო)
2:1, 2:1, 0:2, 0:1
გოლები: 1:0 მონეჰანი-3 (ბროუერი-1, გოდრო-2), 2:0 ვერსტიგი-1 (მონეჰანი-1, ბროუდი-3), 2:1 რიტჩი-1 (ვერმეტი-1, ლინდჰოლმი-1), 3:1 მაიკლ სტოუნი-1 (ბროუდი-4, ბაკლუნდი-1), 4:1 ბენეტი-2 (ჯორდანო-1, ბაკლუნდი-2), 4:2 ტეოდორი-1 (რაკელი-1, ბიეკსა-3), 4:3 ნ. ტომპსონი-1 (ლინდჰოლმი-2, პერი-1), 4:4 ტეოდორი-2 (ბიეკსა-4, ნ. ტომპსონი-1), 4:5 პერი-1 (რაკელი-2, ნ. ტომპსონი-2).
სერია: 0-3
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"