33-ე წუთისთვის, "მენავთობეები" სამი შაიბით იგებდნენ ლეონ დრაიზაიტლის, კონორ მაკდევიდისა და დრეიკ კაჯულას გოლების წყალობით, მაგრამ გამოცდილება არ ეყოთ საქმის ბოლომდე მისაყვანად.
ძირითადი დროის დასრულებამდე ოთხი წუთით ადრე, "ანაჰაიმი" ვა-ბანკზე წავიდა და მეკარე მოხსნა. რაიან გეტცლაფის გოლმა რაღაც იმედები ჩაუსახა ადგილობრივ პუბლიკას, მაგრამ მაინც რთული წარმოსადგენი იყო ის, რაც ბოლო წუთებზე მოხდა. 34 წამის
ანგარიში მასპინძლებმა ძირითადი დროის დასრულებამდე 15 წამით ადრე გაათანაბრეს, როცა რიკარდ რაკელი ყველაზე მოხერხებული აღმოჩნდა ტალბოს კარის წინ.
აღსანიშნავია, რომ ამ მატჩამდე სერიაში ვერც ერთი გუნდი ვერ ახერხებდა შინ მოგებას. მაგრამ "იხვებმა" სასწაული ჩაიდინეს - სამ წუთში სამი შაიბა გაიტანეს და მეორე ოვერტაიმში საბოლოოდ მოუღეს ბოლო "ედმონტონს". გამარჯვების შაიბა კორი პერიმ მიითვალა, რომელიც ამ დღემდე ერთ-ერთი ყველაზე სუსტი მოთამაშე იყო პლეი ოფში "ანაჰაიმის" რიგებში - მის ანგარიშზე მხოლოდ ერთი შაიბა იყო რვა თამაშში. პერის საგოლე პასი რაიან გეტცლაფმა მისცა, რომელსაც "ედმონტონთან" სერიაში უკვე 10 ქულა აქვს.
რეინჯერსი-ოტავა 4:1
1:0, 2:0, 1:1
გოლები: 1:0 ჰოლდენი-1 (ჰეიესი-2), 2:0 ლინდბერგი-2 (გრაბნერი-1, გლასი-2), 3:0 ლინდბერგი-3 (ჯ-ტ. მილერი-3, გლასი-3), 4:0 კრაიდერი-2 (მაკდონაჰი-5, სტეპანი-3), 4:1 ტარისი-2 (ზ. სმიტი-3, ჰარპური-2).
ოტავა-რეინჯერსი 5:4 (ო)
1:2, 2:1, 1:1, 1:0
გოლები: 0:1 ფასტი-3 (ბ. სმიტი-3, ჰეიესი-3), 0:2 ჰოლდენი-2 (ვესეი-4), 1:2 მარკ სტოუნი-3 (ვიდემანი-2, ზ. სმიტი-4), 2:2 მ. ჰოფმანი-3 (მაკარტური-1, ე. კარლსონი-8), 3:2 პიატი-1 (ზ. სმიტი-5), 3:3 მაკდონაჰი-2 (გრაბნერი-2, ფასტი-3), 3:4 ვესეი-1 (სკიეი-1, სტეპანი-4), 4:4 ბრასარი-3 (მაკარტური-2, ე. კარლსონი-9), 5:4 ტარისი-3 (ბაროუზი-4, ე. კარლსონი-10).
სერია: 3-2
ვაშინგტონი-პიტსბურგი 4:2
1:1, 0:1, 3:0
გოლები: 0:1 ჰაგელინი-1 (ბონინო-1, ჰიენსი-3), 1:1 ბურაკოვსკი-1 (შატენკკრკი-5, ელერი-4), 1:2 კესელი-5 (მალკინი-13, კროსბი-8), 2:2 ბექსტრიომი-5 (ბურაკოვსკი-3), 3:2 კუზნეცოვი-5 (მ. იოჰანსონი-6, ჯ. კარლსონი-2), 4:2 ოვეჩკინი-5 (ელერი-5, შმიდტი-3).
სერია: 2-3
სტ.. ლუისი-ნეშვილი 2:1
0:0, 1:1, 1:0
გოლები: 1:0 იასკინი-1 (პიეტრანჯელო-4, სობოტკა-4), 1:1 ჯ. ნილი-3 (საბენი-6, იოზი-3), 2:1 შვარცი-4 (პარაიკო-3).
სერია: 2-3
ანაჰაიმი-ედმონტონი 4:3 (2ო)
0:0, 0:3, 3:0, 0:0, 1:0
გოლები: 0:1 დრაიზაიტლი-3 (კლეფბომი-3, ა. ლარსონი-3), 0:2 მაკდევიდი-5 (ლეტესტუ-4, ნიუჯენტ-ჰოპკინსი-4), 0:3 კაჯულა-2 (მაკდევიდი-4, რასელი-3), 1:3 გეტცლაფი-8 (სილფვერბერგი-3, კესლერი-5), 2:3 ფაულერი-1 (სილფვერბერგი-4, პერი-4), 3:3 რაკელი-5 (პერი-5, ფაულერი-3), 4:3 პერი-2 (გეტცლაფი-7, რაკელი-4).
სერია: 3-2
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"