ამ უკანასკნელმა დროის აღნიშნულ მონაკვეთში სამჯერ მოიგო რეგულარული სეზონი, პრაქტიკულად ყოველ წელს პლეი ოფის ფავორიტად მიიჩნეოდა, მაგრამ...
დედაქალაქურმა კლუბმა წელსაც ვერ გადალახა მეორე რაუნდის ბარიერი. "ვაშინგტონმა" "პიტსბურგთან" სერია 1:3-დან შემოატრიალა, ანგარიში გაათანაბრა, მაგრამ იმისთვის, რომ
აღსანიშნავია, რომ "პიტსბურგს" არასოდეს წაუგია პლეი ოფში მეშვიდე მატჩი გასვლაზე - ექვსიდან ექვსი მოგება. ეს არა მხოლოდ NHL-ის, არამედ მთლიანად ჩრდილოამეროკული სპორტის რეკორდია.
* * *
ახალგაზრდა "ედმონტონისგან" პლეი ოფში გმირობებს არავინ ელოდა, მან კი კონფერენციის ნახევარფინალში მეშვიდე მატჩამდე მიაღწია და "ანაჰაიმთან" სერიის მოგებაც შეეძლო, მეტი გამოცდილება რომ ჰქონოდა. ყველას ახსოვს სერიის მეხუთე მატჩი, როცა "ედმონტონმა" სამშაიბიანი უპირატესობა გაანიავა ოთხ წუთში და წააგო უმნიშვნელოვანესი შეხვედრა.
"მენავთობეებმა" მეშვიდე მატჩიც კარგად დაიწყეს და გახსნეს ანგარიში, მაგრამ შემდეგ "ანაჰაიმმა" ტოტალური უპირატესობა მოიპოვა, რაც მომდევნო ორ პეროიდში თითო გატანილ შაიბაში გამოიხატა. მეტიც შეეძლოთ, მაგრამ ამ პლეი ოფში საუკეთესო მატჩი ჩაატარა "ედმონტონის" მეკარემ კემ ტელბომ.
აღმოსავლეთი
ვაშინგტონი-პიტსბურგი 0:2
0:0, 0:1, 0:1
გოლები: 0:1 რასტი-5 (გიუნტცელი-5, კროსბი-10), 0:2 ჰორნკვისტი-4 (ჯ. შულცი-6).
სერია: 3:4
დასავლეთი
ანაჰაიმი-ედმონტონი 2:1
0:1, 1:0, 1:0
გოლები: 0:1 კაჯულა-3, 1:1 კოლიანო-1 (კესლერი-6, მონტური-5), 2:1 რიტჩი-2 (ვატანენი-1, პერი-7).
სერია: 4:3
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"