ჰოკეი. NHL. პლეი ოფი: "პიტსბურგმა" გაათანაბრა

AutoSharing Option
აღმოსავლეთი კონფერენციის ფინალურ სერიაში პირველი მატჩის წაგების შემდეგ, "პიტსბურგის" წარმომადგენლები ერთხმად აღიარებდნენ, რომ მათ გუნდს "ოტავას" წინააღმდეგ უფრო მეტი დარტყმა სჭირდებოდა. პირველ შეხვედრაში, რომელიც ოვერტაიმში დასრულდა, მასპინძლებმა მხოლოდ 14-ჯერ შეაწუხეს "სენატორზის" მეკარე კრეიგ ანდერსონი.

მეორე მატჩში დარტყმა უფრო მეტი იყო, მაგრამ გოლი ერთადერთი გავიდა. მესამე პერიოდში თამაშის ბედი გადაწყვიტეს ევგენი მალკინმა და ფილ კესელმა. რუსმა კარგი გარღვევა შეასრულა მარცხენა ფლანგზე და პაუზის შემდეგ, ზუსტი პასი გაუკეთა კესელს, რომელმაც ერთადერთი გოლი გაიტანა და მოაგებინა თავის გუნდს.

თუმცა, სიტყვა "მოაგებინა" უფრო "პიტსბურგის"
მეკარის მარკ-ანდრე ფლერის მისამართით უნდა ვიხმაროთ. ვეტერანმა 23 დარტყმა მოიგერია და კარიერაში პლეი ოფში თავისი მეათე "შათაუტი" შეასრულა. არადა, წესით, ფლერის კონცენტრაციის შენარჩუნების პრობლემა უნდა ჰქონოდა, რადგან მეორე პერიოდის 18 წუთის (!) განმავლობაში, "ოტავას" "პიტსბურგის" კარის მიმართულებით ზუსტად არ დაურტყამს.

ახლა, სერია ოტავაში გადაინაცვლებს და მომდევნო ორ მატჩში მასპინძელი "სენატორზი" იქნება.

პიტსბურგი-ოტავა 1:0
0:0, 0:0, 1:0
გოლი: 1:0 კესელი-6 (მალკინი-14, მაატა-5).
სერია: 1-1

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული