NHL. რეგულარული ჩემპიონატი: აქეთ კროსბი ბრწყინავს, იქით "ანაჰაიმი"

AutoSharing Option
ჰოკეის ეროვნული ლიგის რეგულარულმა ჩემპიონატმა ეკვატორი გადალახა და ისე ჩანს, რომ აღმოსავლეთ კონფერენციაში პირველობისთვის მხოლოდ სამი გუნდი იბრძოლებს – "ბოსტონი", "მონრეალი" და "პიტსბურგი", რომლებიც თავიანთ კონკურენტებზე გაცილებით მძლავრად გამოიყურებიან.

"კანადიენსმა" და "პინგვინზმა" იოლად მოიგეს თავიანთი შეხვედრები და განიმტკიცეს ლიდერობა. კანადურმა კლუბმა "ფლორიდა" დაამარცხა 5:2 და ეს იყო ზედიზედ მესამე მოგება. აღვნიშნავთ რაიდერის ორ შაიბასა და შედეგიან გადაცემას, აგრეთვე საბენის სამ პასს. "მონრეალი" სამი ქულით უსწრებს "ბოსტონს", თუმცა ამ უკანასკნელს ოთხი თამაშით ნაკლები აქვს ჩატარებული.

მხიარული და ლაღი თამაშის ჩვენებას აგრძელებს
"პიტსბურგი", რომელმაც 6:1 გაანადგურა "აილენდერსი". "პინგვინები" ძალიან დამაჯერებლად ლიდერობენ ატლანტიკის დივიზიონს. "კუნძულელებთან" მატჩში ბენეფისი მოიწყვეს კრის კუნიტცმა და სიდნი კროსბიმ, რომლებმაც 5-5 ქულა ჩაიწერეს აქტივში. ამასთან, კუნიტცმა სეზონში მეორე ჰეთ-თრიკი შეასრულა, კროსბიმ კი ხუთი შედეგიანი პასით პირადი რეკორდი გაიმეორა. სიდნიმ განიმტკიცა ლიდერობა ბომბარდირთა დავაში - უახლოეს მდევარ სტივენ სტემკოსს რვა ქულით გაუსწრო.

პლეი ოფის ზონის ზღვარზე ბალანსირებს "რეინჯერსი". გუნდმა მერვე ადგილის შენარჩუნება "ვაშინგტონის" საგარეო დამარცხებით შეძლო. სწრაფად გაშვებული გოლის მიუხედავად, ნიუიორკელებმა დედაქალაქელებს სტეპანის, ბოილის, კელეჰანისა და რიჩარდსის გოლებით უპასუხეს. ამას დაემატა რეზერვისტი მეკარის, მარტი ბირონის კარგი თამაში, რომელმაც 28 დარტყმა მოიგერია.

* * *
დასავლეთ კონფერენციაში ერთ-ერთი მთავარი მოვლენა იყო ლიდერის ცვლილება ჩრდილო-დასავლეთ კონფერენციაში. პირველ ადგილზე გადავიდა "მინესოტა". "ველურებმა" 4:2 მოუგეს "ვანკუვერს" და გამოდევნეს ის კონფერენციიის პირველი სამეულიდან. მაიკ იეოს გუნდში გამოვყოფთ პარიზეს ორ შაიბას, სატერის ორ პასსა და ახალბედა ჯეისონ ცუკერის მეოთხე გოლს სეზონში.

"მინესოტას" შემდეგ მატჩში სერიოზული გამოცდა ელის "ანაჰაიმის" წინააღმდეგ. თავის მხრივ, ეს უკანასკნელი კვალში უდგას "ჩიკაგოს". "იხვებმა" 11 მარტს ხასიათის სიმტკიცე გამოავლინეს "სენტ ლუისთან" მატჩში - ორჯერ აგებდნენ, მაგრამ 4:2 გაიმარჯვეს. მესამე პერიოდის სტარტზე "ბლუზმენები" 2:1-ს იგებდნენ, მაგრამ პერის ორმა შაიბამ, გეტცლაფის ორმა პასმა და ბოშემენის სამმა ქულამ "ანაჰაიმს" საკუთარ მოედანზე ზედიზედ მე-11 მატჩი მოაგებინა.

ამ მოგებით "დაქსი" მიუახლოვდა "ჩიკაგოს", რომელმაც ზედიზედ მეორე მატჩი წააგო. "კოლორადოს" შემდეგ ჩემპიონატის ლიდერის დამარცხება "ედმონტონმა" შეძლო – 6:5. სასტარტო პერიოდის შემდეგ "მენავთობეები" 4:0 დაწინაურდნენ, მაგრამ "ჩიკაგომ" მეთოდურად დაიწყო ამ ჩამორჩენის გაბათილება და მესამე პერიოდის შუაში ერთ შაიბამდე მიუახლოვდა მეტოქეს, თუმცა მეტი ვეღარ მოახერხა.

"ედმონტონმა" თავი დააღწია კონფერენციის ბოლო ადგილს, "ანაჰაიმი" კი მხოლოდ ექვსი ქულით ჩამორჩება "ჩიკაგოს" და თან ორი მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული.

ვაშინგტონი-რეინჯერსი 1:4
1:1, 0:2, 0:1
გოლები: 1:0 ოლექსი-1 (ჩიმერა-8, მ. იოჰანსონი-1), 1:1 სტეპანი-6 (გაბორიკი-9, მაკდონაჰი-7), 1:2 ბ. ბოილი-1 (მაკდონაჰი-8, ჰაგელინი-7), 1:3 კელეჰანი-8 (ნეში-13, დელ ზოტო-8), 1:4 ბ. რიჩარდსი-4 (ჰაგელინი-8, ნეში-14).

დეტროიტი-კოლამბუსი 2:3 (ბ)
0:0, 1:2, 1:0, 0:0
გოლები: 0:1 ბრასარი-4 (ტიუტინი-13, ატკინსონი-3), 1:1 კინდლი-3 (დაციუკი-17), 1:2 უმბერგერი-5 (იოჰანსენი-6, ფოლინო-10), 2:2 ფრანცენი-5 (ბრუნერი-9, ზეტერბერგი-21).
ბულიტები გაიტანეს: დაციუკი (დეტროიტი), იოჰანსენი (კოლამბუსი), კალვერტი (კოლამბუსი).

ფლორიდა-მონრეალი 2:5
0:2, 0:2, 2:1
გოლები: 0:1 დეშარნე-8 (გალაჰერი-8, ემელინი-8), 0:2 რაიდერი-7 (საბენი-10, პლეკანეცი-6), 0:3 ბ. ჯონტა-9 (საბენი-11, პლეკანეცი-7), 0:4 ბუიონი-1 (რაიდერი-15, ბ. ჯონტა-7), 1:4 კოპეცკი-10, 2:4 მატიასი-7 (სკილი-5), 2:5 რაიდერი-8 (საბენი-12, მარკოვი-12).

ნიუ ჯერსი-ვინიპეგი 3:2 (ბ)
2:1, 0:1, 0:0, 0:0
გოლები: 1:0 რ. კარტერი-3 (ზეიჯაკი-4, ვოლჩენკოვი-3), 2:0 ს. ჯონტა-3 (კოვალჩუკი-14, ლარსონი-4), 2:1 მ. სტიუარტი-2 (ანტროპოვი-8, მიეტინენი-1), 2:2 ე. კეინი-10 (მ. სტიუარტი-1).
ბულიტები გაიტანეს: ელიაში (ნიუ ჯერსი).

პიტსბურგი-აილენდერსი 6:1
3:0, 2:1, 1:0
გოლები: 1:0 დუპუი-10 (კუნიტცი-18, კროსბი-29), 2:0 კუნიტცი-15 (ჯ. ნილი-10, კროსბი-30), 3:0 კუნიტცი-16 (ჯ. ნილი-11, კროსბი-31), 3:1 ბოიესი-6 (ჩიზიკასი-7, მოულსონი-16), 4:1 კუნიტცი-17 (ლეტანგი-22, კროსბი-32), 5:1 ჯ. ნილი-17 (ლეტანგი-23), 6:1 დუპუი-11 (კროსბი-33, კუნიტცი-19).

ჩიკაგო-ედმონტონი 5:6
0:4, 4:2, 1:0
გოლები: 0:1 მ. ბრაუნი-1 (შულცი-2, რ. სმიტი-6), 0:2 სემ განიე-8 (პააიარვი-1, იაკუპოვი-7), 0:3 რაიან უიტნი-3 (ტ. ჰოლი-16, ჰემსკი-6), 0:4 სემ განიე-9 (რაიან უიტნი-4, ებერლე-12), 1:4 პ. კეინი-13 (ბოლანდი-5), 2:4 მარიან ჰოსა-11 (ტეივზი-12, ლედი-7), 2:5 ჰორკოფი-2 (ნიუჯენტ-ჰოპკინსი-8, შულცი-9), 3:5 ბრუკბანკი-1 (მარიან ჰოსა-10), 3:6 ტ. ჰოლი-5 (ნიუჯენტ-ჰოპკინსი-9, შულცი-10), 4:6 სიბრუკი-4 (პ. კეინი-16, კიტი-12), 5:6 პ. კეინი-14 (ბოლანდი-6, სადი-7).

ფილადელფია-ბაფალო 3:2
2:1, 1:0, 0:1
გოლები: 1:0 საიმონ განიე-2 (ტიმონენი-15, ბრიზგალოვი-3), 2:0 ტელბოტი-2 (ფედოტენკო-7), 2:1 ფლინი-2 (პორტერი-1, სეკერა-5), 3:1 ჟირუ-8 (ტიმონენი-16), 3:2 ჰეხტი-2 (ოტი-10).

მინესოტა-ვანკუვერი 4:2
2:0, 1:1, 1:1
გოლები: 1:0 პარიზე-10 (მ. კოივუ-16, სპარჯონი-3), 2:0 ცუკერი-4 (კულენი-11, სტოუნერი-3), 3:0 სპარჯონი-3 (რ. სატერი-16, პარიზე-8), 3:1 ჰიგინსი-7 (ალბერტსი-1), 3:2 ჰ. სედინი-6 (გარისონი-2, ბუტი-2), 4:2 პარიზე-11 (რ. სატერი-17, კოილი-2).

კოლორადო-სან ხოსე 3:2 (ო)
1:0, 1:1, 0:1, 1:0
გოლები: 1:0 დუშენი-10 (პარენტო-14, ლანდესკოგი-4), 2:0 რ. ო'რაილი-2 (პალუშაი-4, ჯ. მიტჩელი-5), 2:1 მარლო-13 (ჯ. ბრაუნი-3, ქლოუ-8), 2:2 კუტური-10 (ჯ. ტორნტონი-19), 3:2 დუშენი-11 (პარენტო-15, ჰეიდა-7).

ანაჰაიმი-სენტ ლუისი 4:2
0:1, 1:0, 3:1
გოლები: 0:1 რივსი-1 (რედენი-2, კრაკნელი-2), 1:1 კოლიანო-9 (ეტემი-5, ლავჯოი-7), 1:2 ბერგლუნდი-13 (რასელი-3, ოში-12), 2:2 რაიანი-8 (გეტცლაფი-20, ბოშემენი-12), 3:2 პერი-8 (გეტცლაფი-21, ბოშემენი-13), 4:2 პერი-9 (ბოშემენი-14, სურეი-10).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
NHL. რეგულარული ჩემპიონატი: "ჩიკაგო" გააჩერეს
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული