NHL. პლეი ოფი: მეშვიდე მატჩი იქნება

AutoSharing Option
ამ სერიაში ჯერჯერობით მხოლოდ მასპინძლები იგებენ. ეს ტენდენცია მეექვსე მატჩში გაგრძელდა.

რა თქმა უნდა, ამჯერადაც ვიხილეთ მეკარეების კარგი თამაში. შესაბამისად, ნებისმიერ შეცდომას, მონდომებასა და რიცხობრივ უპირატესობას უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა.

ამ მხრივ, პირველ პერიოდში "სან ხოსეს" გაუმართლა, რომელმაც ორკაციანი უპირატესობა გამოიყენა. გადამწყვეტი შტურმი კი მასპინძლებმა მატჩის შუაში მოაწყვეს, როცა ტი ჯეი გალიარდიმ შეცდომა დააშვებინა "კინგზის" მეკარეს ჯონათან კუიკს. მცველის ახლო კუთხეში დარტყმა რთული არ ყოფილა, მაგრამ მეკარემ ვერ მოასწრო რეაგირება. საბოლოოდ, სწორედ ეს გოლი გახდა გამარჯვების.

"მეფეებმა" მხოლოდ ანგარიშის შემცირება მოახერხეს
- მახვილი კუთხიდან დარტყმით ეს გააკეთა დასტინ ბრაუნმა.

ახლა ყველაფერს გადაწყვეტს მეშვიდე შეხვედრა, რომელიც ლოს ანჯელესში გაიმართება. უკვე აღვნიშნეთ, ამ სერიაში რამხელა მნიშვნელობა აქვს საკუთარი მოედნის ფაქტორს და საერთოდაც, სტენლის თასის მეორე რაუნდში მასპინძლებმა 18 თამაში მოიგეს და მხოლოდ სამჯერ დამარცხდნენ. თუმცა არსებობს ერთი სტატისტიკური მონაცემი, რომელიც "ლოს ანჯელესის" საწინააღმდეგოდ ლაპარაკობს - სერიის მეშვიდე მატჩებში "მეფეებმა" სამი მოიგეს და ოთხჯერ დამარცხდნენ.

სან ხოსე-ლოს ანჯელესი 2:1
1:0, 1:1, 0:0
გოლები: 1:0 ჯ. ტორნტონი-2 (პაველსკი-7, დ. ბიოლი-5), 2:0 გალიარდი-1 (ჰენანი-4, ნიემი-1), 2:1 დ. ბრაუნი-3 (მეტი გრინი-1, კინგი-3).
სერია: 3-3

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
NHL. პლეი ოფი: გოლების წვიმა "პიტსბურგისგან"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული