პირველ ნომრად არჩევის უფლება "კოლორადო ეველანშს" ჰქონდა და როგორც მოსალოდნელი იყო, ამ გუნდის ვიცე-პრეზიდენტმა ჯო საკიკმა თავდამსხმელ ნათან მაკინონის გვარი გამოაცხადა. ეს ცენტრფორვარდი შარშან "ჰალიფაქსში" თამაშობდა და 44 მატჩში 75 ქულა (32+43) დააგროვა.
მეორე ნომერი გახდა ფინელი ალექსანდრ ბარკოვი, რომელიც ყაზანის "აკ ბარსის" რუსი მწვრთნელის - უფროსი ალექსანდრ ბარკოვის ვაჟია და ფინეთის სახელით გამოდის. "ტაპარას" ცენტრფორვარდზე უფლებები "ფლორიდამ" მიიღო. ეს ამ დრაფტის ყველაზე
დრაფტისწინა ფავორიტი, "პორტლენდის" მცველი სეტ ჯონსი მხოლოდ მეოთხე ნომრად აირჩიეს და ის "ნეშვილის" ერგო. ამ კლუბის გენერალური მენეჯერი დევიდ პოილი სასიამოვნოდ გაკვირვებული დარჩა, როცა დრაფტის საუკეთესო მცველი აქამდე აურჩეველი დარჩა და არც უფიქრია, ისე აიყვანა ჯონსი.
დრაფტზე საუკეთესო შვედი გახდა ფორვარდი ელიას ლინდჰოლმი, რომელიც წელს, მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატის ერთ-ერთი გმირი იყო. თავდამსხმელი "კაროლინას" საკუთრება გახდა.
ასე რომ, პირველ ხუთეულში ვიხილეთ ორი კანადელი, ორი სკანდინავიელი და ერთი ამერიკელი.
რუს ახალბედებს შორის საუკეთესო კი მოსკოვის "დინამოს" ფორვარდი ვალერი ნიჩუშკინი იყო. მეათე ნომრად ის "დალასმა" აიყვანა. ექსპერტები ახალგაზრდა თავდამსხმელს "ახალ ოვეჩკინს" უწოდებენ.
დრაფტის TOP10
1. კოლორადო - ნათან მაკინონი (ფ, კანადა)
2. ფლორიდა - ალექსანდრ ბარკოვი (ფ, ფინეთი)
3. ტამპა ბეი - ჯონათან დრუენი (ფ, კანადა)
4. ნეშვილი - სეტ ჯონსი (მცვ, აშშ)
5. კაროლინა - ელიას ლინდჰოლმი (ფ, შვედეთი)
6. კალგარი - შონ მონაჰენი (ფ, კანადა)
7. ედმონტონი - დარნელ ნერსი (მცვ, კანადა)
8. ბაფალო - რასმუს რისტოლაინენი (მცვ, ფინ)
9. ვანკუვერი - ბო ჰორვატი (ფ, კანადა)
10. დალასი - ვალერი ნიჩუშკინი (ფ, რუსეთი)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
17 წამში მოგებული სტენლის თასი