მაგრამ, თუ უახლოეს დღებში თანხმობა არ იქნება მიცემული, ეს დიდად არავის გააკვირვებს, რადგან ყველა მიეჩვია გერი ბეტმენის მოლაპარაკებების სტილს. უფრო მეტიც, ოფიციალური უფლების მოლოდინში, ჩრდილოამერიკელები ფიქრობენ გეგმა "B"-ზე - როგორ მოიქცნენ იმ შემთხვევაში, თუ სოჭთან დაკავშირებით შეთანხმება მაინც არ შედგება.
"თუ NHL-ის მოთამაშეები არ გაემგზავრებიან სოჭში, ეს იქნება საშინელი სცენარი კანადის ნაკრებისთვის, - წერს Sports Illustrated-ის მიმომხილველი ალან მიური.
-
თუ NHL-სგან თანხმობა არ იქნება, ზოგიერთი ქვეყანა ამით ნაკლებად დაზარლდება. მაგალითად, რუსეთს შეეძლება ძლიერი ნაკრების გამოყვანა, რომელიც დაკომპლექტებული იქნება კჰლ-ის მოთამაშეებით, მათ შორის, კოვალჩუკითა და რადულოვით.
რაც შეეხებათ აშშ-სა და კანადას, ეს გუნდები იძულებულნი იქნებიან შემადგენლობა დააკომპლექტონ ევროპაში მოთამაშე ჰოკეისტებით. მოკლედ, უნდა ვილოცოთ იმისთვის, რათა NHL-ის ვარსკვლავები სოჭში გაემგზავრონ".
უნდა დავამატოთ, რომ თავად NHL-ც მოემზადა ოლიმპიადასთან დაკავშირებული რამდენიმე სცენარისთვის. ასე მაგალითად, ახალი სეზონის კალენდარი უნდა გამოქვეყნდეს ამ კვირას, მაგრამ გაწელილი მოლაპარაკებების გამო, შეიძლება მხოლოდ ოქტომბრიდან დეკემბრამდე განრიგი გახდეს ცნობილი. რა იქნება ოლიმპიადისწინა იანვარში და ოლიმპიურ თებერვალში, ჯერჯერობით საიდუმლოდ რჩება.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
სოჭის ოლიმპიადის ორიგინალური მედლები