პაველ ბურეს ათიანს აჩუქებენ

AutoSharing Option
ლეგენდარულმა რუსმა ფორვარდმა პაველ ბურემ განაცხადა, რომ ნოემბერში ჰოკეის ეროვნული ლიგის კლუბი "ვანკუვერ კენაქსი" ხმარებიდან ამოიღებს მე-10 ნომერს, რომლითაც რუსი ამ გუნდში თამაშობდა.

"სხვადასხვა ნომრით მითამაშია, მაგრამ "ათიანი" ყველაზე იღბლიანი იყო. 1989 წელს, სსრკ-ის ნაკრებში თამაშისას ეს ნომერი ჩვენმა ლეგენდარულმა მწვრთნელმა ვიქტორ ტიხონოვმა მომანიჭა", - ამბობს ბურე.

პაველ ბურე, რომელიც NHL-ის დიდების დარბაზის წევრია, პირველი რუსი ჰოკეისტი იქნება, რომლის ნომერსაც ხმარებიდან ამოიღებენ მსოფლიოს უძლიერეს ლიგაში.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
"ვანკუვერმა" პაველ ბურეს ათიანი აჩუქა
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული