"ოტავასთან" წინა შეხვედრის მესამე პერიოდში, რუსმა ჯარედ კოუენისგან თავში იდაყვით დარტყმა მიიღო და ამის გამო "დეტროიტის" ხელმძღვანელობამ თავი დაიზღვია და თავისი ვეტერანი ლიდერი თადარიგში დატოვა. სხვათა შორის, ლიგის ხელმძღვანელობამ ამ შემთხვევაში დარღვევა ვერ აღმოაჩინა და კოუენი დისკვალიფიკაციას გადაურჩა.
დაციუკის გარეშე "დეტროიტმა" რთულ გამარჯვებას მიაღწია "ბაფალოსთან" და ამ მატჩში მთავარი სიტყვა "რედ უინგზის" შვედმა ლეგიონერებმა თქვეს. "ოტავას" ყოფილმა კაპიტანმა დანიელ ალფრედსონმა
და, რა თქმა უნდა, აღვნიშნავთ მეკარე იონას გუსტაფსონის კარგ თამაშს. მან 21 დარტყმა მოიგერია და მეორე პერიოდში, 1:1-ზე ბულიტი აუღო ბაფალოელ სკოტს.
* * *
პირველი პერიოდის წაგების მიუხედავად, "კაროლინამ" დამაჯერებლად დაამარცხა "ოტავა". აქაც მოედანზე ვერ ვიხილეთ რუსი ალექსანდრ სიომინი, რომელმაც ტვინის შერყევის გამო გამოტოვა ზედიზედ მეოთხე შეხვედრა. "კაროლინას" რიგებში მთავარი გმირი გახდა მეკარე კემ უორდი, რომელიც 36-დან 35 შაიბა მოიგერია.
ბაფალო-დეტროიტი 1:3
1:0, 0:1, 0:2
გოლები: 1:0 ჰოჯსონი-8 (სტეფორდი-6), 1:1 ჰელმი-5 (ალფრედსონი-12, აბდელკადერი-6), 1:2 ფრანცენი-6 (ზეტერბერგი-18, კრონვალი-13), 1:3 ალფრედსონი-4 (ფრანცენი-7).
კაროლინა-ოტავა 4:1
0:1, 3:0, 1:0
გოლები: 0:1 სპეცა-10 (ზიბანეჯადი-3), 1:1 დუაიერი-3 (ჯ. სტაალი-5, ფოლკი-7), 2:1 ტ. რუუტუ-2 (ე. სტაალი-10), 3:1 ლინდჰოლმი-2 (ე. სტაალი-11, ფოლკი-8), 4:1 ე. სტაალი-6 (მალორტა-2).
გრეტცკის ბულიტები არ მოსწონს
ყველა დროის საუკეთესო ჰოკეისტმა, კანადის ნაკრების ყოფილმა ფორვარდმა უეინ გრეტცკიმ გამოთქვა აზრი იმის შესახებ, რომ უნდა გაიზარდოს რეგულარული ჩემპიონატის მატჩებში ოვერტაიმის ხანგრძლივობა და დამატებით დროში თამაში სამი-სამზე უნდა მიდიოდეს.
"ცუდია, რომ ასეთი შეთავაზებები არ ყოფილა იმ დროს, როცა მე ვთამაშობდი, - ამბობს გრეტცკი TSN-თან კომენტარში. - ეს საინტერესო ვარიანტია და მე მზად ვარ, მხარი დავუჭირო ისეთ ადამიანებს, როგორებიც არიან კენ ჰოლანდია და სხვები. ისინი ამბობენ: "ჩვენ გვინდა, რომ თამაში საინტერესო და სანახაობრივი იყოს გულშემატკივრებისთვის, მაგრამ არ გვსურს, პლეი ოფში გასვლის საკითხი ბულიტების სერიებით წყდებოდეს".
ამიტომაც სულერთია, იქნება სამი-სამზე თუ ოთხი-ოთხზე ფორმატი, მთავარია, რომ წინა პლანზე გამოვა თამაში და არა ის, თუ როგორ განვითარდება ბულიტების სერია. და მე არ მგონია, რომ ამ შემთხვევაში, თამაში დაკარგავს მომხიბვლელობას, როგორიც ბულიტების სერიას ახლავს".
ტორონტო ისევ ყველაზე ძვირია
"ტორონტო მეიპლ ლივზი" კვლავინდებურად ჰოკეის ეროვნული ლიგის ყველაზე ძვირად ღირებული გუნდია - ასეთია ჟურნალ "ფორბსის" ახალი რეიტინგის მთავარი შედეგი.
"ფორბსმა" "ტორონტო" 1.15 მილიარდ დოლარად შეაფასა. ყველაზე ძვირად ღირებული კლუბების ხუთეულში ასევე შედიან: "რეინჯერსი" (850 მლნ), "მონრეალი" (775 მლნ), "ვანკუვერი" (700 მლნ) და "ჩიკაგო" (625 მლნ).
ყველაზე იაფ კლუბებად აღიარეს: "აილენდერსი" (195 მლნ), "კაროლინა" (187 მლნ), "სენტ ლუისი" (185 მლნ), "ტამპა ბეი" (180 მლნ) და "კოლამბუსი" (175 მლნ).
საშუალოდ, ჰოკეის ეროვნული ლიგის კლუბი შეფასებულია 413 მილიონ დოლარად.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
NHL. რეგულარული ჩემპიონატი: კროსბი-ოვეჩკინი: 2:0