პირველად ქუთაისში - ამხანაგური მატჩი ჰოკეიში

AutoSharing Option
ოლიმპიზმისა და სპორტის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად, ქუთაისისათვის უჩვეულო სპორტული სანახაობა გაიმართა ყინულის მოედანზე, სადაც საჩვენებელი მატჩი ჩაატარეს ჰოკეიში საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრებმა.

"რუხი მგლებისა" და "ყინულის რაინდების" ამხანაგურ დაპირისპირებას 300-ზე მეტი მაყურებელი დაესწრო.

თამაშის დაწყებამდე და შესვენებებს შორის ყინულის სასახლის აღსაზრდელი მოციგურავეები შეკრებილთ საჩვენებელი გამოსვლებით ართობდნენ.

ამხანაგური შეხვედრა "ყინულის რაინდების" გამარჯვებით, 8:6 დასრულდა. ადგილობრივი მაყურებლები სანახაობით კმაყოფილნი დარჩნენ.

ყინულის ჰოკეიში ქუთაისში ჩატარებული პირველი მატჩი, შესაძლოა, რიონისპირა ქალაქში სპორტის ამ სახეობის დაფუძნების საწინდრად იქცეს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული