"რუხი მგლებისა" და "ყინულის რაინდების" ამხანაგურ დაპირისპირებას 300-ზე მეტი მაყურებელი დაესწრო.
თამაშის დაწყებამდე და შესვენებებს შორის ყინულის სასახლის აღსაზრდელი მოციგურავეები შეკრებილთ საჩვენებელი გამოსვლებით ართობდნენ.
ამხანაგური შეხვედრა "ყინულის რაინდების" გამარჯვებით, 8:6 დასრულდა. ადგილობრივი მაყურებლები სანახაობით კმაყოფილნი დარჩნენ.
ყინულის ჰოკეიში ქუთაისში ჩატარებული პირველი მატჩი, შესაძლოა, რიონისპირა ქალაქში სპორტის ამ სახეობის დაფუძნების საწინდრად იქცეს.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"